დუდა სანაძეს “სან დიეგომ” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა. ქართველი კალათბურთელის კლუბი ამჯერად ვესტ ქოუსთის დივიზიონის მე-2 ადგილზე მყოფ “სენტ მერის” ესტუმრა და 57:69 წააგო.
სანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. დუდამ 5-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სან დიეგოს” 4 მოგების წილ 10 მარცხი მოუგროვდა და დივიზიონში ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მორიგ შეხვედრას 16 თებერვლის დილას სტუმრად “პასიფიქთან” ჩაატარებს.