ჭადრაკი

10:20 | 5.11.2010 | ნანახია 3035 - ჯერ

სალომე მელიამ იურისტობას ჭადრაკი ამჯობინა

დასასრულს უახლოვდება 2010 წლის საჭადრაკო სეზონი, რომელიც საუკეთესო იყო 23 წლის ქართველი საერთაშორისო დიდოსტატის, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ქალთა საჭადრაკო კლუბ “სამაიას” წევრ სალომე მელიასთვის.
სალომემ ეს სეზონი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოგებით დაიწყო, რის შემდეგაც, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დაიბევა ადგილი.
ხანტი-მანსიისკის საჭადრაკო ოლიმპიადიდან, მელიამ ერთბაშად 2 მედალი ჩამოიტანა - გუნდურში მოპოვებული ბრინჯაოს გარდა, სალომემ მე-3 დაფაზე ვერცხლი მიიღო.
პლოვდივის (პოლონეთი) საკლუბო ჩემპიონატზე მოასპარეზე “სამაიამ”, რომელიც მთლიანად ქართველი მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული, სომხური “მიკას”, რუსული “გიპრორენჩტრანსისა” და რუსული AVS-ის დარად 9 ქულა დააგროვა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით სამივეს ჩამორჩა და მე-6 პოზიციას დასჯერდა. კლუბისგან განსხვავებით, ისევ გაგვახარა მელიამ, რომელმაც ამჯერადაც მე-3 დაფაზე იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ სალომე მელიას, საჭადრაკო ოლიმპიადაზე დებიუტი ჰქონდა, ხოლო “სამაიას” შემადგენლობაში მეორედ იასპარეზა (მას არც დებიუტი ჰქონია ურიგო და მაშინ, თანაგუნდელებთან ერთად, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, “მსოფლიო სპორტს” სალომე მელიასთან დაკავშირების მიზეზი მრავლად ჰქონდა.
სალომე მელია: დავიბადე 1987 წლის 14 აპრილს, ქალაქ ბათუმში. განათლებით ვარ იურისტი. დასაოჯახებელი.
- ახერხებთ, რომ ჭადრაკი და იურისტობა ერთმანეთს შეუთავსოთ?
- ძალიან ძნელია იურისტობისა და ჭადრაკის ერთმანეთთან შეთავსება. არჩევანის წინაშე დავდექი და უპირატესობა ჭადრაკს მივანიჭე.
- აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, ხომ არ აპირებთ იურისტის პროფესიას დაუბრუნდეთ?
- იურისტობას არა, მაგრამ ახალი პროფესიის დაუფლებას ვაპირებ. ამ პროფესიის დასახელებისგან, ჯერჯერობით თავს შევიკავებ.
- დიდი ხანია, რაც ჭადრაკს თამაშობთ?
- 4-5 წლის ვიქნებოდი, როცა სვლები ვისწავლე და მას შემდეგ ვთამაშობ. მამა და ბაბუა იყვნენ მოჭადრაკეები. ჭადრაკს მამაჩემმა, გენადი მელიამ მაზიარა, ის იყო ჩემი პირველი მწვრთნელი.
- ამჟამად, ვინ არის თქვენი მწვრთნელი?
- პირადი მწვრთნელი არ მყავს, ინდივიდუალურად ვმეცადინეობ და ისე ვემზადები.
- არ გინდათ, პირადი მწვრთნელი რომ გყავდეთ?
- რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ მწვრთნელის დასაქირავებლად დიდი თანხაა საჭირო, რომელიც არ მაქვს.
- 2010 წელს მოპოვებული თქვენი ტიტულებიდან, რომელს გამოარჩევდით?
- მართალია, ამ წელს მოპოვებული ყველა მედალი პირველია ჩემს კოლექციაში, მაგრამ უპირატესობას, მაინც ოლიმპიადაზე მოპოვებულ ჯილდოებს ვანიჭებ. დიდ პატივს ვცემ საქართველოს ეროვნულ და ევროპის საკლუბო ჩემპიონატებს, მაგრამ ოლიმპიადა მაინც სულ სხვაა.
- ხანტი-მანსიისკის საჭადრაკო ოლიმპიადაზე, ჩვენი ქვეყნის ქლათა ნაკრები მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოდიოდა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა. ოლიმპიადაზე გამოსვლას, თქვენ როგორ შეაფასებთ?
- იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ძნელია ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება, ჩვენი ნაკრების მიერ ბრინჯაოს მედლის მოპოვებას დადებითად ვაფასებ. ჩვენგან განსხვავებით, პრიზიორთა შორის ადგილები ვერ შეინარჩუნეს უკრაინისა და აშშ-ს ნაკრებმა გუნდებმა, რომლებიც დრეზდენის 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები არიან.
- ევროპის საკლუბო ჩემპიონატის შესახებ რას გვეტყვით, სადაც “სამაია” მედლის გარეშე დარჩა?
- პლოვდივში უამრავი ფაქტორი იყო, რის გამოც მედლის გარეშე დავრჩით. ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მოასპარეზე გუნდებიდან, “სამაია” ერთადერთი აღმოჩნდა, იმ ქვეყნის მოჭადრაკეებით რომ იყო დაკომპლექტებული, რომელსაც წარმოადგენდა. მოვუგეთ მომავალ ჩემპიონ “მონტე კარლოს” (მონაკო). მომდევნო შეხვედრაში იღბალი ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო ჩვენს მხარეს, უმედლოდ არ დავრჩებოდით.
- თავისუფალ დროს რას საქმიანობთ?
- მეგობრების წრეში ვუკრავ ფორტეპიანოსა და გიტარაზე.
- თქვენი უახლესი გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
- ამჟამად ვისვენებ. მოწვევა მაქვს უცხოეთის რამდენიმე საერთაშორისო ტურნირიდან, რომლებიც 2010 წლის დეკემბერში უნდა ჩატარდეს. ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, მაგრამ ერთ-ერთ მათგანში მონაწილეობას, აუცილებლად მივიღებ.

 

როლანდ ლაბუჩიძე

 

Loading...

კომენტარები (37)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:07 | 09.11.2010
mirushki13 (551)

რა ტურნირი იწყება 15ში?

00:31 | 09.11.2010
niamora2010 (1941)

5 Dzagnidze, Nana Kagramanov, Dina 13 Chiburdanidze, Maia Meenakshi Subbaraman 18 Zatonskih, Anna Lomineishvili, Maia 32 Turova, Irina Khukhashvili, Sopiko მსოფლიოზე ასე დაწყვილდნენ

13:51 | 08.11.2010
niamora2010 (1941)

ახლა გავაანალიზე და მე-9 ტურში სერბები ჩუქნიან ქულას და ბოლო ტურში მეორე ნაკრები 2 ქულას და ნუთუ არაფერი არ იყო სხვაც რამე გაჩალიჩებული?კენჭისყრაც ხომ სხვა იქნებოდა?

13:44 | 08.11.2010
asa (519)

ერთი უკვე ყველასათვის ცხადია რომ ქალებში ბოლო ტურში ეს მატჩი დარღვევით შედგა,ერთი ქვეყნის გუნდები მესამე ტურის მერე უკვე აღარ ხვდებიან 5 Russia 2 (RUS2) Рейт. - 1 Russia 1 (RUS1) Рейт. 1½:2½

13:35 | 08.11.2010
asa (519)

ეს უცხო თვალით დანახული მამაკაცების ტურნირის შესახებ და წარმოიდგინეთ ქალთა ტურნირზე რა შეიძლება ყოფილიყო--- ----Винтервью украинской газете "Зеркало недели" президент украинской шахматной федерации Виктор Капустин заявил, в частности, что на прошедшей в Ханты-Мансийске Олимпиаде Россия допускала нарушения: - Россия выставила на турнир сразу восемь команд (пять мужских и три женские), несмотря на то что правила ФИДЕ позволяют не более трех мужских команд для хозяев. Непонятно также, почему первая и вторая российские сборные играли между собой в седьмом туре. Ведь игра между сборными одной страны разрешается не далее чем в третьем туре для того, чтобы исключить влияние на конечный результат. Были и некоторые другие, более мелкие нарушения, кажущиеся несущественными на первый взгляд, но на самом деле способные в жесткой борьбе серьезно повлиять на итог состязаний. Но, несмотря на эти трудности, наша сборная взяла первое место

22:50 | 07.11.2010
mirushki13 (551)

ერთ ადამიანს მოვუყევი აჭარაში მიმდინარე უსამართლობების შესახებ, მეგონა რაღაც დასაიმედებელს მეტყოდა, მაგრამ რა მითხრა იცით? რასაც მიყვები ყველაფერი კარგად ვიცი, მაგრამ რეგირებას ვერ ვახდენდით წლების განმავლობაშიო... მიზეზი არჩევნები იყო... აჭარაში ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს რომ მივუჩინოთ მისი ადგილი ბევრ ხმას დავკარგავთო... ამიტომ ისინი თავის სასარგებლოდ იყენებენ ამ ფაქტსო... ძალიან გამიხარდა წელს შეზღუდუდლია ამომრჩეველთა სია... აუცილებელი იყოოო სიების შემცირება...

22:45 | 07.11.2010
mirushki13 (551)

2003 წელს ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროინდელი ადამიანი იყო შემორჩენილი სპორტის დეპარტამენტში... იმას რა რეაგირება უნდა გაეკეთებინა. ასაკოვანი კაცი იყო თანამდებობას ებღაუჭებოდა...

22:43 | 07.11.2010
mirushki13 (551)

ფედერაციის პრეზიდენტს დიდ პატივს ვცემ, კარგად იცის პრობლემები...მაგრამ ეს საქმე ძალიან ჩახლართულია და ერთი-ორი ადამიანი ვერ უშველის ამ სამქეს....

22:35 | 07.11.2010
kasparovi (402)

asa გეთანმხებით ძალიან საინტერესო, მე ძალიან იშვიათად ვპოსტავ აქ უბრალოდ ისეთი თემა იყო გადავწყვიტე მომეწერა

22:34 | 07.11.2010
kasparovi (402)

mirushki13 თვითონ აჭარის ჭადრაკის ფედერაცია რას ფიქრობს ამაზე? აი თქვენ მაგალითად დაფინანსების გარეშე რომ დაგტოვათ, აქვს ფედერაციას ამის უფლება? ერთი აფინანსოს და მეორე არა....ისე აჭარის ფედერაცია წესით უნდა იცნობდეს საკითხებს .....და არა მარტო აჭარის ფედერაცია.

22:30 | 07.11.2010
mirushki13 (551)

მე კი არა გამოძიების კითხვებს უნდა პასუხობდეს ვიღაც ვიღაცეები... ძალიან არ მსიამოვნებს ასეთ უარყობით კომენტარებს რომ ვწერ მაგრამ მათი საქციელები ყველანაირ ზღვარს გადასცდა...

22:30 | 07.11.2010
asa (519)

Kasparov--ისე მართლა საინტერესო იქნებოდა ასევე ოფიციალურ პირთა პასუხები ვისაც ეს ეხება

22:27 | 07.11.2010
kasparovi (402)

mirushki13 იქნება სამართლიანობა! გასაგებია თქვენი ვითარება....საინტერესო ის იქნება ამას სალომე ან ქალბატონი ქეთევანი თუ წაიკითხავს....ალბათ გასცემენ ამომწურავ პასუხებს....ძალიან პირდაპირული ბრალდებებია...

22:23 | 07.11.2010
mirushki13 (551)

აუცილებლად დადგება ის დრო ყველა ყველაფერს, რომ გაიგებს... ძალიან მნიშვნელოვან რაღაცეებს ვერ ვწერ გარკვეული მიზეზების გამო....

22:21 | 07.11.2010
mirushki13 (551)

asa იცნობთ "მენეჯერს?" რომ იცნობდეთ მაგ კითხვას არ დასვამდით... რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ...

22:19 | 07.11.2010
asa (519)

კი მარა ასე ერთი პიროვნება რაფერ წყვეტს ამხელა თანხების მოძრაობას

22:18 | 07.11.2010
asa (519)

მარტლა საინტერესო ამბებია და თუ ეს ფაქტებია?

22:17 | 07.11.2010
mirushki13 (551)

ერთ მაგალითს მოგიყვებით... 2003 წლის სექტემბერში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გავხდი. ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატი იყო დაგეგმილი. ბათუმში ჩამოსულს დამპირდნენ შენ მსოფლიოზეც გაგიშვებო... ჩემოდნები ჩავალაგე და მსოფლიოს სათამაშოდ მოვემზადე... გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრეს შენ ვერ გიშვებთო...ხოდა ასე ჩემოდან ჩაწყობილი ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავრჩი სახლში.. იმ წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ის ვისაც მე ევროპაზე მოვუგე... სამაგიეროდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბიუჯეტის თანხით "მენეჯერი" წავიდა...

22:12 | 07.11.2010
mirushki13 (551)

ყელში მაქვს ამოსული ამდენი უსამართლობა ....გამოძიება 1998 წლიდან უნდა დაიწყოს..

22:10 | 07.11.2010
mirushki13 (551)

ისე სალომეს ფეხი რომ ჰქონდა მოტეხილი თუ შეხვეული რატომღაც ის გამახსენდა...ორი დიდი კასტილი და ხელჯოხით დადიოდა ტურნირზე, ტურნირის წინა დღეს ძაღლს დაუმტვრევია...მაგრამ მაინც გაიტანა ტურნირიი.... ორ კვირაში ბათუმში დარბოდა საერთოდ, მაგარი გოგოოაა რა

22:08 | 07.11.2010
kasparovi (402)

mirushki ზუსტად იცით რასაც ამბობთ? თქვენ ბრალს დებთ იურიდული მუხლის თანახმად....ამაზე იჭერენ ხალხს...ბიუჯეტის ფულის უკანონოდ მოკვეთაზე....ეგ რომ წაიკითხოს ხალხმა აჭარაში რაღაც რეზონანსი მოყვება ამას...ძალიან საიტერესო სტატიები გაქვთ....თუმცა ამდენს რომ ამბობთ ალბათ უსაფუძვლო არ უნდა იყოს თქვენი წინადადებები....

21:59 | 07.11.2010
mirushki13 (551)

დაუჯერებელი თანხებია ბიუჯეტიდან გატანილი....

21:58 | 07.11.2010
mirushki13 (551)

საერთოდ არ ვაპირებდი დაპოსტვას მაგრამ როგორც სჩანს ყველამ კარგად იცით როგორი მენეჯერიცაა ქალბატონი ქ... თუ მენეჯერია მაშინ რა უფლება აქვს გენერალური მდივანი იყოს. ფაქტი სახეზეა ქალბატონი ქ...ანუ აჭარის ჭადრაკის ფედერაცია სალომეს მენეჯერია...ეს კი დანაშაულია.... ერთხელ და სამუდამოდ ამ სიბინძურეს ბოლო უნდა მოეღოს...

21:56 | 07.11.2010
niamora2010 (1941)

mirushki13--რაო მაინც რა ხდება,აქ ერთი ამბავი კონდათ მენეჯერებია ეს ხალხი მოჭადრაკეებისო

21:54 | 07.11.2010
mirushki13 (551)

მაშინ როდესაც სხვებს პირველ ლიგაში დაფინანსებაზე ახვერწნებდნენ დედამისმა მის ბანდასთან ერთად 12 ათასი დოლარი გაიტანა ბიუჯეტიდან.. მოსკივში ერთ საათიან მომზადებაში 100 დოლარი იყო გათვალისწინებული... ხაზი მინდა გავუსვა ეს მაშინ როდესაც სხვებს 100 და 200 ლარზე ახვერწნინებდნენ...

21:51 | 07.11.2010
mirushki13 (551)

დედამისი მენეჯერი კი არა ყველაფერზე წამსვლელი ადამიანია.... სპორტსმენების მაგივრად დედამისი დადიოდა შეჯიბრებაზე ხან მწვრთნელის, ხან ფსიქოლოგის სტატუსით... სალომეს, რომ იურისტობაში რამე გაეგებოდეს ალბათ დედამისს არ მისცემდა უფლებას ისეთი რაღაცეები გაეკეთებინა , რასაც წლებია აკეთებს... მერე ყველანაირ ზღვარს გასცდა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანია... მოჭადრაკეებისთვის "ზრუნავს".... სანამ თანამდებობას დაიკავებდა ათასი უსამართლობის ავტორი იყო, მისი გენერალურ მდივნად დანიშვნის მერე რა ხდება ხომ წარმოგიდგენიათ...

21:33 | 06.11.2010
swen89 (382)

Ira მართკაც ყველამ იცის რომ მელიას საუკეთესო მწვრთნელები ყავს საქართველოში ხმიადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია, ვულოცავთ !!!!!

21:30 | 06.11.2010
asa (519)

თამარ ხმიადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია,ნონა მეორეა

20:07 | 06.11.2010
niamora2010 (1941)

განსხვავებას თუ ხედავთ ამ წერილის ქვემოთ გაკეთებული კომენტარების გამო ,თუ ხედავთ რომ გოგი მაჭარაშვილი განსხვადება მუხაშავრიასგან,მიშიკოს მშობლები აშკარად განსხვადებიან,წარმოიდგინეთ ქალბატონი ნანაც. swen895.11.2010 21:20:06 ამას ეხლა აჭარის მთავრობა რომ კითხულობდეს გაგიჟდებოდნენ, დაახარჯეს მთელი აჭარის ბიუჯეტი, მწრთვნელი კი არა მის პირად ფსიქოლოგ-დედა, ქეთი მუხაშარიასაც აფინანსებდნენ ტურნირებზე. რა იყო შეჭამდა ვინმე, რომ ეთქვა წლებია პირად მწრთვნელებს მიფინანსებენო? norwayy5.11.2010 14:31:41 "პირადი მწვრთნელი არ მყავს, ინდივიდუალურად ვმეცადინეობ და ისე ვემზადები". OMG! რა საცოდაობაა, მელიას ფული ხომ არ შევუგროვოდ მწრთვნელის ასაყვანად? ღ

20:02 | 06.11.2010
ira (181)

niamora2010, არ მეთანხმებით? რა არის ახალი? მელიას მენეჯერია ქალბატონი ქეთევანი, ჯავახიშვილს მწვრთნელებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას წლების განმავლობაში უგვარებდა ქალბატონი ალექსანდრია, ლომინეიშვილს მაჭარაშვილი, მჭედლიშვილს თავისი მშობლები და ა.შ. მენეჯერს ვეძახი მე, თორემ, თქვენ თუ გინდათ სხვა სახელი დაარქვით.

19:55 | 06.11.2010
niamora2010 (1941)

Ira--ალბათ გეცოდინებათ მოჭადრაკეები თავიანთი მენეჯერებით,ეგებ დაგვისახელოთ საინტერესო იქნება,მგონი ახალია

19:52 | 06.11.2010
ira (181)

მოჭადრაკეს პირადი მუდმივი მწვრთნელი არასდროს არა ჰყავს. ჰყავს მენეჯერი და ის იწვევს სხვადასხვა მწვრთნელებს. მთელმა საქართველომ იცის, რომ მელიას მენეჯერი დედამისია და ის აგვარებს მისი მწვრთნელების და დაფინანსების საქმეებს, და რა გაუჭირდა ეხლა? ან ფედერაცია რომ ნაირ-ნაირ შეკრებებს მართავს, ცოტაა?

21:44 | 05.11.2010
niamora2010 (1941)

swen89--ფაქტია რომ არ უნდა გამჟგავნდეს

21:38 | 05.11.2010
swen89 (382)

არა მარტო მირუშკებიმ, ყველამ იცის, და ვის ატყუებს არ მესმის

21:32 | 05.11.2010
niamora2010 (1941)

ეს ამბები მირუშკებმა იცის ყველაზე კარგად

21:20 | 05.11.2010
swen89 (382)

ამას ეხლა აჭარის მთავრობა რომ კითხულობდეს გაგიჟდებოდნენ, დაახარჯეს მთელი აჭარის ბიუჯეტი, მწრთვნელი კი არა მის პირად ფსიქოლოგ-დედა, ქეთი მუხაშარიასაც აფინანსებდნენ ტურნირებზე. რა იყო შეჭამდა ვინმე, რომ ეთქვა წლებია პირად მწრთვნელებს მიფინანსებენო?

14:31 | 05.11.2010
norwayy (80)

"პირადი მწვრთნელი არ მყავს, ინდივიდუალურად ვმეცადინეობ და ისე ვემზადები". OMG! რა საცოდაობაა, მელიას ფული ხომ არ შევუგროვოდ მწრთვნელის ასაყვანად? ღ

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.135925