ფეხბურთი

15:43 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრებში ვარანს იანგა-მბივა შეცვლის

საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გერმანიის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გუნდის შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა. ამის შესახებ გამოცემა L'Equipe იუწყება.
მადრიდის “რეალის” მცველის რაფაელ ვარანის მაგივრად, რომელმაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურში, “გრანადასთან” (0:1) მატჩში ტრავმა მიიღო, ინგლისის “ნიუკასლიდან” მაპუ იანგა-მბივა გამოიძახა.
ტრავმის გამო ფრანგებს ასევე ვერ დაეხმარება რიო მავუბა, რომელიც 22 მარტს საქართველოს ნაკრებთან შეხვედრასაც გამოტოვებს.

 

0.115948