ფეხბურთი

17:27 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” “ბენდელაზე” “ალგეთთან” დამარცხდა

"ბენდელას" სტადიონზე სტარტი აიღო ზაზა ბენდელიანის სახელობის თბილისის 23-ე საერთაშორისო ტურნირმა პროფესიულ გუნდებს შორის. სადებიუტო მატჩში ერთმანეთს პირველი ლიგის ბინადრები, თბილისის "საბურთალო" და მარნეულის "ალგეთი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი მარნეულელებმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს.

გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით ითამაშეს:

საბურთალო: ქურდაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, გ. მამუჩიშვილი, ბარამიძე, ხარაიშვილი, ლარკი, წივილაშვილი, გოცირიძე, ბლიაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კუპატაძე, ბიძინაშვილი, ბეროშვილი, ხორხელი, ქარსელაძე, ჩაბრაძე, ალენი.

"ალგეთი": ძიძიგური, ჭოველიძე, ემანუელი, ალასანია, კიკალაშვილი, ჯოჯიშვილი, ყურულაშვილი, სვანიძე, ფოჩხუა, ტიელიძე, ტყეშელაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: სულაქველიძე, ჩიქოვანი, კობერიძე, ტვილდიანი.

გოლები: 0:1 სვანიძე (19), 1:1 ხარაიშვილი (25, პენ), 2:1 ალენი (72), 2:2 ტვილდიანი (80), 2:3 ტვილდიანი (90+2).

საფეხბურთო კლუბი "საბურთალო", რომელიც მეორე წრისთვის ემზადება, 20 იანვრიდან შეკრებაზე გადავიდა. გუნდი გლდანში, “საბურთალოს” აკადემიაში მოემზადება და იქვე, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში იცხოვრებს. “საბურთალოელები” ადგილზე ხუთი დღის განმავლობაში დარჩებიან.

"დღეიდან შეკრებაზე ვიქნებით, "საბურთალოს" აკადემიაში 25 იანვრამდე დავრჩებით. ორჯერად საწვრთნელ პროცესზე გადავდივართ - დილაობით ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ვიმუშავებთ, საღამოობით კი ვარჯიშები ტექნიკურ-ტაქტიკურ დეტალებს დაეთმობა", -  განაცხადა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არ არის გამორიცხული გუნდი ერთი-ორი ფეხბურთელით გაძლიერდეს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ თბილისურ კლუბში დარჩება გუნდის ცენტრფორვარდი რევაზ გოცირიძე.

fcsaburtalo.ge

0.12406