“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი შიშობს, რომ შეიძლება კლუბის სამწვრთნელო შტაბმა ძირითად გუნდს ჩამოაშოროს. ამის საბაბად ფეხბურთელი იმ გაურკვეველ სიტუაციას ასახელებს, რომელიც მის გარშემო შეიქმნა. რუნის “მანიუს” სასწრაფოდ დატოვება სურს და მისი მსურველი “ჩელსიც” სულ ახალ-ახალი შეთავაზებებით მიმართავს მანჩესტერელებს, მაგრამ ყოველ ჯერზე სასტიკ უარს იღებს.
უეინ რუნი არ შეიყვანეს სტოკჰოლმში წასაყვანთა სიაში და შესაბამისად - აიკთ-ან გასამართი ამხანაგური მატჩის განაცხადშიც. ოფიციალურ მიზეზად მხრის უმნიშვნელო ტრავმა დასახელდა, რომელიც თავდამსხმელს “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთ დახურულ ვარჯიშზე მიუღია.