„ლიონმა“ ლიგა ერთის ზედიზედ მე-2 საშინაო თამაში წააგო, თან უშუალო კონკურენტ „სენტ ეტიენთან“ და კრისტოფ გალტიეს გუნდთან ჩამორჩენა 6 ქულამდე გაზარდა.
„ჟერლანზე“ გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 28-ე წუთზე, თავი ერდინგმა გამოიჩინა. ათიოდ წუთში, ლაკაზეტმა გომისის გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა.
მე-2 ტაიმის პირველმა ნახევარმა მასპინძელი ფეხბურთელების უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ 74-ე წუთზე გრადელის მიერ გატანილმა გოლმა ისინი მაინც უქულოდ დატოვა.
ეს იყო რონის პირველი დერბი 2011 წლის შემდეგ, რომელშიც „სენტ ეტიენმა“ იმარჯვა, ხოლო მეტოქის მოედანზე „მწვანეებს“ 2010 წლის სექტემბრის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული.
ბოლო სამ მატჩში პირველად მოგებით, „ლილმა“ მე-2 ადგილზე მყოფ „მონაკოსთან“ ქულათა სხვაობა ექვსამდე შეამცირა. რენე ჟირარის შეგირდებმა ლიგა ერთში დარჩენისთვის მებრძოლ „გენგამს“ უმასპინძლეს და გაჭირვებით მოიგეს. თამაშის ერთადერთი გოლი 92-ე წუთზე გავიდა, როდესაც მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს და კალუმ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.
რენი-ბასტია 3:0 (2:0)
რენი, “რუტ დე ლორიანი” 18474
რენი (4-1-2-3): კოსტილი, დანზე, კანა-ბიიკი, არმანი, მ’ბენგი, მაკუნი, დუკურე (გროსიცკი 65), კონდრასენი (ბაკაიოკო 80), კადირი, ტოივონენი (მორეირა 86), ალესანდრინი.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
ბასტია (4-4-2): ლანდრო, დიაკიტე, მოდესტო, სკილაჩი, პალმიერი, რასპენტინო (კაზრი 57), საბლი, რომარიკი, ბუდებუზი (კეიტა 56), ილანი (არეკი 67), ბრუნო.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
გოლები: 1:0 ალესანდრინი (14), 2:0 ტოივონენი (28), 3:0 მაკუნი (59).
გაფრთხილება: საბლი 55.
მსაჯი: სტეფან ლენუა.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15 (8)-12 (1), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-5, ჯარიმა: 7-16.
ლილი-გენგამი 1:0 (0:0)
ვილანოვ დ’ასკი, “პიერ მორუა” 39319
ლილი (4-1-2-3): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაზა, სიდიბე, ბალმონი (როდელინი 78), გეიე, მარტინი (კალუ 59), ორიჟი (დელაპლასი 69), რუ, მენდესი.
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გენგამი (4-4-2): სამასა, მარტინსი, კერბრა, სორბონი, დოს სანტოსი, ბოვუ, დიალო, სანკარე, ატიკი, მანდანი (ჟირესი 72), იატაბარე.
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
გოლი: 1:0 კალუ (90+2).
გაფრთხილებები: მარტინი 43 - მარტინსი 19, მანდანი 47, სორბონი 68, დიალო 88.
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 16 (6)-11 (4), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-5, ჯარიმა: 14-21.
ლიონი-სენტ ეტიენი 1:2 (1:1)
ლიონი, “ჟერლანი”
ლიონი (4-1-3-2): ა. ლოპესი, ტოლისო, კონე, გონალონი, ბედიმო, ფერი, მვუემბა, გურკუფი (ბრიანი 46), მალბრანკი (დანიჩი 78), გომისი, ლაკაზეტი (ნჟიე 89).
მწვრთნელი: რემი გარდი.
სენტ ეტიენი (4-1-3-2): რუფიე, კლერკი, სალი, პერინი, ტრემულინა, ზუმა, ლემუანი, კოადე (დიომანდი 89), გილავოგი, ერდინგი (გრადელი 67), ბრანდაო.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გოლები: 0:1 ერდინგი (28), 1:1 ლაკაზეტი (39), 1:2 გრადელი (74).
გაფრთხილებები: მვუემბა 45+1 - ტრემულინა 12, კოადე 41, ბრანდაო 70.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 12 (3)-4 (3), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 1-4, სეივი: 1-2, ჯარიმა: 6-16.