ფეხბურთი

17:51 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომაში” ბიელსა და რაიკაარდი ახსენეს

იტალიური “რომა” კვლავ ახალ მწვრთნელს ეძებს. CNN-ის ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ირწმუნება, რომ “ჯალოროსიში” მარსელო ბიელსასა (“ბილბაო”) და ფრანკ რაიკაარდის (უმუშევარი) კანდიდატურებს აქტიურად განიხილავენ.

მიუხედავად ამისა, რომაელთათვის პრიორიტეტული მაინც მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურაა. იტალიელი სპეციალისტის “მილანში” დარჩენა-არდარჩენის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ პრესაში, ბიელსას სახელს “ნაპოლის” უკავშირებენ, რაიკაარდისას კი, “მილანს”.

 

0.110761