დღეს, “რომამ” საზოგადოებას კლუბის ახალი ლოგო წარუდგინა, რომელიც წინამორბედისგან რამდენიმე დეტალით განსხვავდება.
უპირველესად, ყურადღებას იქცევს წარწერა ASR-ს (Associazione Sportiva Roma-ს აბრევიატურა) ROMA-თი ჩანაცვლება. ამ წარწერის ქვემოთ, დაემატა კლუბის დაარსების წელიც – 1927. მცირედით შეცვლილია კაპიტოლიუმის ძუ მგლის დიზაინიც.
უცვლელი დარჩა ლოგოს ფორმა და ფერები.