იტალიურმა “რომამ” ახალი სტადიონის აშენებაზე რომის მერიისგან თანხმობა მიიღო. ამ ინფორმაციას Forza Roma ავრცელებს.
ცნობილია, რომ “რომას” ახალი სტადიონი 2017 წლისთვის დასრულებული იქნება. “ჯალოროსი” მას 30-წლიანი არენდით აიღებს და არენის გამოსყიდვის დროს პრიორიტეტიც მას მიენიჭება.
შეგახსენებთ, რომ რომში არსებულ “სტადიო ოლიმპიკოზე” რომა 1953 წლიდან თამაშობს. კლუბი ამ არენას "ლაციოსთან" იყოფს.