ფეხბურთი

17:35 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ტოტის დირექტორობას სთავაზობს

“რომას” ხელმძღვანელებს სურთ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ცოცხალმა ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ კლუბის სტრუქტურაში განაგრძოს მუშაობა. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “ჯალოროსი” ვეტერან იტალიელს ერთ-ერთი დირექტორის პოსტს შესთავაზებს. თუკი ტოტი დათანხმდება, 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ხელფასის სახით, წელიწადში 600 ათას ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ტოტი რომაელთა ღირსებას 1993 წლიდან იცავს. მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2014 წლის ივნისში ეწურება.

 

0.118211