ფეხბურთი

15:16 | 12.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ოსვალდოს გაყიდვაზე დაფიქრდა

შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, იტალიურმა “რომამ” თავდამსხმელი პაბლო ოსვალდო ტრანსფერზე დააყენოს. ამის შესახებ Football Italia იუწყება. 

საქმე ისაა, რომ “ჯალოროსის” ხელმძღვანელები ოსვალდოს დისციპლინას უწუნებენ. ამას დაერთო ისიც, რომ “სამპდორიასთან” იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში, ოსვალდომ თერთმეტმეტრიანის შესრულება თავად გადაწყვიტა და დარტყმა გააცუდა. მოგეხსენებათ, “რომას” შტატიანი პენალტისტი ფარჩესკო ტოტია, მაგრამ ოსვალდომ გუნდის ლიდერს დარტყმა არ დაანება. 
გასულ სეზონში, ოსვალდოს პრობლემები ჰქონდა “რომას” ახალგაზრდა ნახევარმცველ ერიკ ლამელასთანაც. საბოლოოდ, კონფლიქტი მოგვარდა, რომაელებმა კი, თავდამსხმელს აყალ-მაყალი აპატიეს. 
აპენინური პრესის ინფორმაციით, “ჯალოროსი” ოსვალდოს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113876