ჩოგბურთი

19:52 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"როლან გაროსს" შვეიცარიელი მაესტროც დაემშვიდობა

 

  სიფრანგეთის ღია ჩემპიონატზე მოულოდნელობები გრძელდება. ტურნირს კიდევ ერთი ლიდერი დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული შვეიცარიელი მაესტრო როჯერ ფედერერი ჩამოშორდა.

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ლატვიელ ერნესტს გულბისთან მძიმე ორთაბრძოლაში 7:6, 6:7, 2:6, 6:4, 6:3 დამარცხდა. მატჩი 3 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.

ლატვიელმა ჩოგბურთელმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილი უჭირავს, მატჩის განმავლობაში 13 ეისი შეასრულა, ხოლო ფედერერმა 7.

შვეიცარიელმა ბრეიკ პოინტის განხორციელება 7 შემთხვევიდან 5-ჯერ შეძლო (71%), ხოლო გულბისმა 12-დან 7 (58%). ლატვილმა ჩოგბურთელმა მეტოქესთან შედარებით 6-ჯერ ნაკლები შეცდომა დაუშვა: 53 - 59, ხოლო ე.წ. "ვინერსში" დადებითი ბალანსი ჰქონდა: 53 - 42.

როჯერ ფედერერმა "როლან გაროსის" ტურნირი მხოლოდ 2009 წელს მოიგო. საფრანგეთის ღია პირველობაზე კი მეათედ შეეძლო მეოთხედფინალში გასვლა, თუმცა გულბისმა ამის საშუალება არ მისცა.

ლატვიელი ჩოგბურთელის მეტოქე მეოთხედფინალში ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება, რომელმაც ამერიკელი ჩოგბურთელი ჯონ ისნერი სამ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა.

გიორგი ბალახაძე

0.12521