ფეხბურთი

21:51 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: “გვარდიოლა თამაშს აცოცხლებს”

მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი შემტევი არიენ რობენი “რეკორდმაისტერის” ახალ დამრიგებელზე, პეპ გვარდიოლაზე საუბრობს.

“გვარდიოლამ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენი თამაში გარკვეულწილად შეიცვლება, რადგან ახალ მწვრთნელს თავისი ფილოსოფია აქვს. ეს სავსებით ნორმალურია. მჯერა, რომ ცვლილებები გაგვაძლიერებს. გვარდიოლა თამაშს აცოცხლებს.

პეპს სურს დარწმუნდეს, რომ საქმეს ყურადღებით ვეკიდებით. სწავლას განვაგრძობთ და ეს ყოველთვის კარგია.” – ციტირებს არიენ რობენის სიტყვებს Kიცკერ-ი.

ახალი სეზონისთვის მზადების დროს, “ბაიერნმა” 5 ამხანაგური თამაში ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო. ბურთების შეფარდება – 22:1. მომდევნო შეხვედრას მიუნხენელები გვარდიოლას ყოფილ გუნდთან, “ბარსელონასთან” გამართავენ. ეს 24 ივლისს, თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე მოხდება.

0.114077