“მანჩესტერ სიტის” მცველი, მიკა რიჩარდსი, “სანდერლენდში” გადავა იჯარით – იუწყება Daily Mirror–ი.
მანუელ პელეგრინიმ, ინგლისელი ფეხბურთელი შავ სიაში შეიყვანა, მაგრამ მისი გაშვება აქამდე ვერ მოხერხდა. ახლა კი, რიჩარდსით “სანდერლენდი” დაინტერესდა და იჯარით აყვანაზე მზადყოფნა გამოთქვა.
ზემოთაღნიშნული წყაროს ცნობით, კლუბებს შორის გარიგება შედგა და ტრანსფერი რამდენიმე საათში გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ღამე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იხურება.
ირაკლი ალიმბარაშვილი