უახლოეს პერიოდში, მადრიდის “რეალი” ახალგაზრდა მცველ რაფაელ ვარანს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. L’Equipe-ს ცნობით, თუკი მხარეები შეთანხმდებიან, 20 წლის ფრანგი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2019 წლამდე დარჩება.
ახალი კონტრაქტის ძალით, ვარანის წლიური ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება. აქვე გეტყვით, რომ მცველს მადრიდელებთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, ვარანმა მადრიდელთა მაისურით 15 მატჩი ჩაატარა.