მადრიდის “რეალი” თანაქალაქელი “ატლეტიკოს” მეკარის – ტიბო კურტუას შეძენითაა დაინტერესებული. AS-ის ცნობით, “სამეფო კლუბი” 21 წლის ბელგიელის ტრანსფერს სეზონის ბოლოს გეგმავს.
მოგეხსენებათ, კურტუა ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაა და დიეგო სიმეონეს გუნდში იჯარის წესით ასპარეზობს. მეკარეს “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს. “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ზაფხულში გადაწყვეტს, დაიტოვებს თუ არა ბელგიელს.
აღსანიშნავია, რომ კურტუას სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა თავად “ატლეტიკოსაც” სურს.