ფეხბურთი

11:05 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რანიერიმ შესაძლოა “კალიარი” ჩაიბაროს

“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი, მომავალი სეზონიდან შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და “ამერიკული” “კალიარი” ჩაიბაროს.

TuttoMercatoWeb-ის ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ სარდინიელთა პრეზიდენტი მასიმო ჩელინო კლუბს ამერიკელ ინვესტორებს მიჰყიდის.

62 წლის სპეციალისტი “კალიარიში” 1988-იდან 1991 წლამდეც მუშაობა და მაშინ გუნდი სერია C-დან სერია A-ში გადაიყვანა. მაღალი დონის სპეციალისტის მიწვევის გარდა, იტალიური კლუბის პოტენციური მფლობელების გეგმაში სტადიონის - “სანტ-ელიას” რეკონსტრუქციაც შედის.

0.118581