ფეხბურთი

20:00 | 24.06.2012 | ნანახია 6295 - ჯერ

რამაზ შენგელია უკანასკნელ გზაზე გააცილეს

რამაზ შენგელია უკანასკნელ გზაზე გააცილეს... სამოქალაქო პანაშვიდი “სპორტის სასახლეში” 12:00 საათზე დაიწყო. დარბაზში უამრავი ადამიანი მოვიდა: მათ შორის იყვნენ როგორც ვეტერანი, ასევე მოქმედი ქართველი ფეხბურთელები. მრავლად იყვნენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. იყო ბევრი ცრემლი და განსაკუთრებული მომენტების გახსენება. დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე რამაზ შენგელიას ბრწყინვალე თამაშის ფრაგმენტებს აჩვენებდნენ - და თუნდაც ის ცრემლები, რომელიც ბევრი ადამიანის თვალებზე დავინახეთ, ნათლად ცხადყოფს, რომ საქართველომ დიდი ფეხბურთელი და პიროვნება დაკარგა.
ერთმა ახალგაზრდამ ლექსი წაიკითხა, რომელიც რამაზ შენგელიას მიუძღვნა და რომელშიც ლეგენდარული 11 ნომერს ფეხბურთის გალაქტიონი უწოდა.    
სამძიმარზე მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი - რა თქმა უნდა, კახა კალაძეც მის გვერდში გახლდათ. ივანიშვილმა ისაუბრა შენგელიას დამსახურებაზე და აღნიშნა, რომ ის მათი თაობის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი გახლდათ.
რამაზ შენგელიაზე ყველა დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა...
მანუჩარ მაჩაიძე: “ის იყო მშვენიერი გოლეადორი. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რამაზ შენგელია არ უყვარდა. როდესაც ის ქუთაისის “ტორპედოდან” თბილისის “დინამოში” ჩამოვიდა, თავიდანვე ყველანი ვატყობდით, რომ უდიდესი ტალანტი გახლდათ. ჩვენს შორის სხვაობა 7-8 წელი იყო, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა, მეგობრები ვყოფილიყავით. მასში ყველა კარგი თვისება იყო თავმოყრილი: შრომისუნარიანობა, მეგობრების გატანა, თავმდაბლობა და მთლიანობაში, ბრწყინვალე ადამიანი იყო. ის “დინამოს” ოქროს ხანაში საუკეთესო ბომბარდირია, ეს კი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს”.
გრიგოლ ცაავა: “სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. რამაზი ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, მინდორზე მისი ყოფნა უდიდეს უპირატესობას ნიშნავდა. მინდორზეც და მის მიღმაც სამაგალითი პიროვნება გახლდათ - თავმდაბალი და მხიარული. არ არსებობდა, რამაზს ვინმეზე ცუდად ეთქვა, ან სხვაგვარად ეწყენინებინა. მასზე უმცროსი ვიყავი და “დინამოში” რომ მივედი, გვერდში დამიდგა, მამხნევებდა. ვამაყობ, რომ რამაზმა უმაღლეს ლიგაში თავისი მე-100 გოლი ჩემი პასით გაიტანა. ეს კრასნოდარის “ყუბანთან” თამაშისას მოხდა. საწყენია, რომ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალა”.    
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი: “რამაზ შენგელია იყო ყველა ქართველის მეგობარი. ქართველებისთვის საამაყო სპორტსმენი გახლდათ და დიდი კვალი დატოვა”.
რევაზ ძოძუაშვილი: “სამწუხარო და გულსატკენია, რომ ასეთი ახალგაზრდა კაცი მიდის ცხოვრებიდან, თანაც, უდიდესი პიროვნება და დიდი ფეხბურთელი. ყველას გული გვეტკინა მისი გარდაცვალებით”.  
რამაზ შენგელია “სპორტის სასახლიდან” გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 55 წლის... ჯერ კიდევ ახალგაზრდა, რომელზეც თავის დროზე ლეგენდარულმა არგენტინელმა მწვრთნელმა - ლუის სესარ მენოტიმ თქვა, ევროპის საუკეთესო ფორვარდიაო.
საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელიც ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და რომლის გარეშეც დიდი თბილისის “დინამო” წარმოუდგენელი იყო. ის ყველა ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ.
 

 

ილია ნანობაშვილი
  
        
 
     
 

Loading...

კომენტარები (48)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:31 | 25.06.2012
ბაბუ (11729)

GIO-03-ლეკეტუში ჩეხია? ლეკეტუშმა იმ თამაშში ჰეთთრიკი შეასრულა.

13:11 | 25.06.2012
zizu.legend. (761)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული..! (( დიდ გულის ტკივილს გამოხატავს მამაჩემი რამაზზე რომ ცავიდა ამ ქვეყნიდან მაგრამ, ამვდროულად ბედნიერია რომ, თანაკლასელები იყვნენ..! ძალიან სამცუხაროა.!!.(((((

11:32 | 25.06.2012
muchachino (781)

დიდი ფეხბურთელი და ჭეშმარიტად პატრიოტი ადამიანი! რამაზის ბრწყინვალე თამაშის მომსწრე და შემყურე არაერთხელ ვყოფილვარ. ყოველთვის აღტაცებული ვიყავი მისი საგოლე ალღოსა და ბომბარდირული ნიჭის შემხედვარე. იგი 70-80-იანი წლების თბილისის "დინამო"-ს განუყოფელი ნაწილი იყო. რამაზი ხომ ერთ-ერთი ღერძი იყო იმ დიდი გუნდისა რომელიც არათუ მაშინდელ საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპაშიც კი შიშის ზარს სცემდა მეტოქე გუნდებს. ღმერთმა აცხონოს მისი სული! ასეთი დიდი მამულიშვილები არასოდეს იკარგებიან ისტორიის გრძელ გზაზე!

09:48 | 25.06.2012
fero (15151)

Qronikeli. Chventan velosipedis, shlopancis, dachmuchnuli botlir dzegli ufro fasobs.

09:18 | 25.06.2012
gio-03 (377)

ბაბუ, ჩეხეთს ეთამაშა მაშინ ევროპის ნაკრები და 4:0 წააგო...

05:53 | 25.06.2012
juventino77 (3115)

დამბურძგლა რა. ამდენ კარგს რომ იტყვიან ე.ო. მართლა მაგარი კაცი იყო. ამას იმიტომ ვამბობ რომ არ მოვსწრებივარ დიდი დინამოს თამაშებს. ბაბუ, მართლა თეთრი შურით მშურს შენი. ამდენი რამე გაქვს ნანახი. ერთი რა მაინტერესებს. აქ აზრი გამოითქვა რომ ბომბარდირს შენგელიას სახელობის პრიზი გადავცეთო, რაც შესანიშნავი იდეაა. მაგრამ ნუთუ აქამდე საქართველოს ბომბარდირის არანაირი პრიზი არ გადაეცემოდა. ვინ იცით დაწერეთ რა.

02:48 | 25.06.2012
ioskebi (533)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს რამაზის სული. რაც შეეხება მოგონებებს, ესპანეთში მარტო ყიფიანს კი არა, გუცაევსაც ელოდნენ, მაგრამ ამ ნაბოზრე.მა არ წაიყვანეს არც ერთი და არც მეორე. ეჰ, გული მწყდება და გული მტკივა.

02:28 | 25.06.2012
echviani (1657)

რაც ამ კაცს ჩემთვის სიხარული მიუნიჭებია, ალბათ ვერ დავთვლი. მინდოდა უკანასკნელ გზაზე გამეცილებია შვილთან ერთად. მაინდამაინც დღეს გამისივდა კბილი. რას იზამ. მე ლოცვებში მოვიხსენიებ და სანთელს დავუნთებ. იქ რომ მივალ აუცილებლად ვეტყვი მადლობას. ბევრ ფეხბურთელზე გავბრაზებულვარ. არ მახსოვს შენგელიას უგულოდ ეთამაშოს. შეიძლება აეცილებია, ან ფორმაში არ ყოფილიყო მაგრამ ბოლომდე თამაშობდა. კაცი იყო.

01:41 | 25.06.2012
mentalitet1 (1430)

ლეგენდა, ქართველი გოლების მანქანა. ძველი გურამ ფანჯიკიძის წიგნები მაქვს წაკითხული, დინამოს ფეხბურთელებზე რომ იყო. სადღაც რაღაც საფეხბურთო ჟიური იყო თუ არ მახოვს რა იყო, ბლოხინს და სხვებს 200 ქულით უსწრებდა. კარგით რა, ნუ ეფერებით ამ რუსებს, 70% ს ა ბ ჭ ო თ ა სპორტსმენად მოიხსენიებენ და სოიუზს მისტრიიან, ქართველად არ აღიარებენ. ერთმა ისიც დაწერა რა კარგი იყოო, როცა არც ქართველი იყო და არც რუსი, ყველანი საბჭოელები ვიყავითო! რაც ტყუილია. საბჭოთა ნაკრების მაიკიანი ფოტოებით "იხსენებენ" მარტო და ასე, არცერთი სიტყვა იმაზე რომ დიდი ქართველი ფეხბურთელი იყო. სლავა მეტრეველსაც ბიუსტი დაუდგეს მარა მარტო რუსული ასოებით აწერია რომ დიდი საბჭოთა სპორტსმენი და საბჭოთა კავშირის დამსახურებული ოსტატი.. CCCP აწერია დიდი მუქი ასოებით წარწერის შუაგულში. რუსების 70 % ასე ვახსოვართ და ვუყვარვართ ძმაო, გადაყლაპული უნდა ვყავდეთ თავიანთ მუცელში. ჯანო მძევლად ყავთ, ეხლა ყენიასაც იგდებენ ხელში. ჭანტურია რომ ბარსელონადან რუსეთში ჩამსვლელი არ იყო მშვენივრად იცოდნენ მარა მაინც გაბედეს შეთავაზება. მე არც ნაცი ვარ და არც "თამაზა", არც ივანიშვილი მძულს. ზოგ რუსებს მართლა გულით ვუყვარვართ, მაგრამ ბრმები ნუ ვიქნებით , რაც მართალია მართალია - რუსეთი დაავადებულია საბჭოთა კავშირის აღდგენით და მგონი იურიდიულად აღადგენენ კიდევაც, მერე საქართველოს შეთრევას ეცდებიან

00:26 | 25.06.2012
TUREX (1261)

თბილისის დინამოს ლეგენდაა და რატომ უნდა დაარქვან ტორპედოს სტადიონს მისი სახელლი ვერ ვხვდები... სუფთა ქართული ვარიანტია. დინამოს ვერ არქმევენ და ქუთაისელი ხომ იყო და ქუთაისის სტადიონს დავარქვათო... ეგ რა პატივისცემაა?... თუ პატივისცემა უნდათ მაშინ შემოიღონ ბომბარდირის ჯილდო რომელსაც შენგელიას სახელი ექნება და ისე ქნან რომ ეგ ჯილდო იყოს პრესტიჟული. მაგ: თუ ფეხბურთელი ამ ჯილდოს მფლობელი იქნება ის ნაკრებში აუცილებლად ითამაშებს და ჯილდოც შეიძლება იყოს ძვირფასი მაგ: ოქროს მედალი

00:26 | 25.06.2012
TUREX (1261)

თბილისის დინამოს ლეგენდაა და რატომ უნდა დაარქვან ტორპედოს სტადიონს მისი სახელლი ვერ ვხვდები... სუფთა ქართული ვარიანტია. დინამოს ვერ არქმევენ და ქუთაისელი ხომ იყო და ქუთაისის სტადიონს დავარქვათო... ეგ რა პატივისცემაა?... თუ პატივისცემა უნდათ მაშინ შემოიღონ ბომბარდირის ჯილდო რომელსაც შენგელიას სახელი ექნება და ისე ქნან რომ ეგ ჯილდო იყოს პრესტიჟული. მაგ: თუ ფეხბურთელი ამ ჯილდოს მფლობელი იქნება ის ნაკრებში აუცილებლად ითამაშებს და ჯილდოც შეიძლება იყოს ძვირფასი მაგ: ოქროს მედალი

23:57 | 24.06.2012
datobarcazesta (1678)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს

23:38 | 24.06.2012
davitia (10156)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ნათელი და სანთელი ნუ მოკლებოდეს ცათა სასუფეველში უდიდესი კაცი დავკარგეთ მართლა ((((((((((( აცხონოს ღმერთმა ! ! !

23:34 | 24.06.2012
mikheili91 (17779)

ლობანოვსკის არ უყვარდა ყიფო 1976 ოლიმპიადაზე წაიყვანა და 1 წამი არ ათამაშა...ისიეც გეცოდინებათ შეცვლაზე რომ შემოვიდა ყიფიანი სანაკრებო თამაშზე, გოლი გაიტანა და მერე შეცვალეს...

23:33 | 24.06.2012
mikheili91 (17779)

ნათელში იყავით ბატონო რამაზ, დღეს დავლიე თქვენი შესანდობარი....

22:43 | 24.06.2012
devidbeqem (261)

ნათელში ამყოფოს ღმერთმა ბატონი რამაზის სული

22:27 | 24.06.2012
ditooo333 (3761)

ნათელში ამყოფოს ღმერთმა ამ დიდი ფეხბურთელის და ადამიანის სული . ლეგენდები ჯერ ცოცხლად დავაფასოთ

22:15 | 24.06.2012
ბაბუ (11729)

ძველი ამბავია დათომ ოლიმპიადაზე ბუცები სეაყარა მაგას მედლებისთვის არ ვითამასებო წაგებულ თამასზე სესვლა უთხრა მანამდე არ ვ,მისცა თამასი. მერე გასახდელსი მონრეალსი მოხდა ეს დათოსთვის ცხუბი დაუწყიატ ხახოლებს ტრიბუნაზე ჩვენი მოწიდავეები ყოფილან თამაშის მერე დათოს სანახავად ცასულან აბა ახლა ტედიასვილი და მისი მონაგარი დათოს ვიუნმეს ვაგლახად მოახსენიებდა,ითქვა მერე არაფერი არ იმალება ხელი უკრია დათოსთვის სენ განზე დადექო და რომ დატრიალებულა ვინ სად გარბოდა კაცმა არ იცოდაო.

22:10 | 24.06.2012
ბაბუ (11729)

ლობანოვსკი დიდი მწვრთნელი იყო, იმან ბურიაკი მაინც წაიყვანა კაცს თაბასირსი ქონდა ფეხი და მსოფლიოზე წაიყვანეს ისე მაგარი შოვინესტები არიან ხახოლებიცვენაცვალე ტორპედო ქუთაისს ჰო უტირე დხედა კიევის დინამოს, 100% ოქროს მედლები ეკიდათ გულზე და ტორპედომ ჩამოხსნა. დედა უტირა. მის მერე ვერ გვიტანდა ქუთაისს კიევის დინამო.

22:06 | 24.06.2012
ბაბუ (11729)

ეჰ ცხონებულ რამაზის ბრაზილიასთან მსოფლიოზე ესპანეთში 100% იანი პენალთი არ დაიდეს, არა და ვუგებდით იმ დროს ბრაზილიას 1-0 სოკრატესის ედერის ზიკოს ფალკაოს ბრაზილიას ვიუგებდით და მინდორზე 4 ქართველი იყო, ჩივაძე,წომა,დარასელია და სენგელია. დათო არ წაიყვანა მათხოვარმა ბესკოვმა რომ წაეყვანა დახატავდა იქაურობას არა და ესპანელები ელოდნენ დათოს.

22:02 | 24.06.2012
ბაბუ (11729)

თბილისსი თამასი ყველას ესინოდა განსაკუთრებით ლივერპული რომ დავამარცხეთ და ვესტ ჰემი ლონდოდნში. ინტერიც გვყავს დამარცხებული,ნაპოლიც, ნაპოლი მეორედაც უნდა გაგვეგდო მსაჯის ბრალია არა და ჩივაზემ ისეთი ჯარიმა ჭედა ცხრიანში რომ რა ვიცი გდაათამასებინა.

21:52 | 24.06.2012
ბაბუ (11729)

ყიფიანს აქვს ნათამაშები ევროპის ნაკრებსი. ბლოხინიდა დათო მიიწვიეს მასინ, მე ვუყურე მაგ თამასს. უნგრეთის ნაკრებს ეთამასეს მემგონი იუბილე ქონდათ მაშინ თუ არ ვცდები. მოიგეს 3-0 ასე მახსოვს. მანფრედ კალცი და ყიფიანი ერთ გუნდსი იყვნენ და ზალიან მაგრად აუწყვეს ერთმანეთს. ყიფიანის დახასიათება დაიბეჭდა მაშინ, ველიკოლეპნი ტეხნიკ. ასე დაიწერა პრესაში.

21:40 | 24.06.2012
mindia22 (2866)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

21:37 | 24.06.2012
baqar (651)

ნათელში იყოს მისი სული((((

21:36 | 24.06.2012
Patrick Kluivert (455)

ვარძელაშვილი და მისი რამოდენიმე ნაც"კაცი" კეთროვნებივით იყვნენ))))))))) ბიძო სიცოცხლეშიც აფასებდა და ბოლო გაცილებაზეც არ დაიზარა მოსვლა... ან როგორ შეიძლებოდა ასეთ რამეზე დაზარება... ნათელი და სანთელი ბრწყინვალე ქართველს რამაზ შენგელიას.......................................(((((((((((((((((((((((((((((((((((

21:36 | 24.06.2012
zviadi-shxefi (3279)

აუ სულ არ ვიცოდი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ცენტრფორვარდი იყო.

21:35 | 24.06.2012
dioreto (551)

kutaiseli 9 ნომერი იყო ძმა. უბრალოდ არ აბაზრებდა

21:23 | 24.06.2012
fero (15151)

GAZZA. Ho. Komprimisi unda inaxos. Arcertis saxeli ar unda daviviwyot.

21:22 | 24.06.2012
dioreto (551)

გუშინდელი სტატია იყო მაგარი შენგელიაზე. ვინ ნოიბარტი შვილო, რამაზა გვყავს საღოლ ილო. ვაკო ვა

21:19 | 24.06.2012
fero (15151)

GAZZA. Getanxmebi. Magram chvenc davafiksirot chveni azri. Ar minda rom romelimes saxeli daikargos. Mit umetes merab megreladzisa. Radgan ramaz shengelia mtelma imdroindelma msofliom icoda. Xolo merabi ki chven, ubralo qartvelma gulshematkivrebma.

21:17 | 24.06.2012
fero (15151)

Dalocos gmertma. Maestrom miudzgvna ramdenime wutiani siujeti.

21:14 | 24.06.2012
fero (15151)

GAZZA. Chemi azrit torpedos stadions megreladzis saxeli unda daerkvas. Da ramaz shengelias saxelobis prizi gadaeces chveni chempionatis sauketeso bombardirs. Me ase ufro samartlianad mimachnia am ori didi fexburtelis winashe.

20:58 | 24.06.2012
ბაბუ (11729)

დიეგო მარადონა არგენტინოს ხუნიორსში 17 წლის იყო რომ ითამაშა და გადმოიყვანეს ეგრევე ბოკაში,მის მერე არგენტინოსის მინდორზე ფეხიც არ დაუდგამს,კარიერის დასასრულს კი იმ სტადიონს მისი სახელი მიაკუთვნეს.(კარგი მაგალითია,რატომ უნდა დაველოდოთ კაცის სიკვდილს როდესაც მის სიცოცხლეშივე შეიძლება ასეთი საქმის გაკეთება,) სლავა მეტრეველმა დაბადება ინება სოჭში იქ აიდგა ფეხი ბავშვობაში იბურთავა მერე მოსკოვის ტორპედოში სსრკას ჩემპიონი გახდა და თბილისში გადმოვიდა აქ რაც დაატრიალა ყველას გახსოვთ,მასეთი 9 ნომერი იმ დროის მსოფლიოში არ იყო. ჰოდა პუტინის რუსეთმა სოჭის სტადიონს სლავას სახელი მიაკუთვნა. მერე რა რომ რამაზი 20 წლის იყო დინამოში რომ წამოვიდა ასეთი ფეხბურთელი საუკუნეში ერთი იბადება, დინამოს ბევრი მაგარი ფორვარდი ყავდა მაგრამ დაუკვირდით მხოლოდ რამაზია საუკეთესო ბომბარდირი,და დიდ ხანს ასეთად დარჩება.

20:45 | 24.06.2012
kakha1971 (209)

ღმერთმა გაანათლოს მისი სული

20:45 | 24.06.2012
Madrileño (26972)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული

20:37 | 24.06.2012
fero (15151)

GAZZA. Hoda eg aris problema. Chvenc wagvakitxon eg statiebi. Tundac rusulad. Ver vnaxulob uk6piuterod. Da kidev. Martla sircxvili chven rom ntv futbolma dagvaswros siujetis gaketeba. Djer is rad girs, rom kote maxaradzis gardacvalebas rusebi da ukrainelebi gvisamdzimrebdnen da mxolod amis shemdeg gaaxsendat chven televiziebs gamocxadeba.

20:37 | 24.06.2012
kiler (975)

Kacuri kaci iyo da kacurad ganvlo cxovreba,ogond samwuxarod xanmokle.ghmertma gaanatlos tqveni suli batono ramaz.

20:30 | 24.06.2012
Kala94 (6114)

აცხონოს უფალმა ...

20:29 | 24.06.2012
a.senna-guardiola (5607)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს

20:28 | 24.06.2012
fero (15151)

GAZZA. Hoda sworedac rom sachiroa egeti xalxis azris dafiksireba. Rata bevrma dainaxon rom arc ise wvims, rogorc quxs, da viwro mentaklur adamianta interesebs ewireba xalxis urtiertoba. Djer marto imis mosmena rad girs, sharshan finalze rusi komentatoris natkvami. Barsas gamarjvebisas. Odesgac zustad ase tamashobda chventvis sayvareli tbilisis dinamo da man chauyara safudzveli tamashis am stilso. Da dpes im dinamos kidev erti nateli wertili dakrdzales. Da 1 vrceli siujeti ar gvagirses chvenma viziebma.

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.227159