“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი რაიან გიგზი, დღეს “ჰალ სიტის” წინააღმდეგ ითამაშებს, რათა “ოლდ ტრაფორდს” დაემშვიდობოს.
40 წლის ფეხბურთელისათვის ეს იქნება უკანასკნელი მატჩი არენაზე, სადაც მთელი თავისი კარიერა გაატარა. მისი, როგორც მოთამაშის კონტრაქტი, “მანჩესტერთან” ზაფხულში იწურება. ვარაუდობენ, რომ რაიანი “წითელი ეშმაკების” სამწვრთნელო შტაბში დარჩება, მთავარი მწვრთნელის პოსტს კი ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი ჩაიბარებს.
“ვფიქრობ, ამ თამაშში გოლის გატანა იდეალური იქნება. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ ეს გოლი გამარჯვებას მოგვიტანს, მაგრამ მსგავსი რამ იშვიათად ხდება. დაველოდოთ საღამოს და ვნახოთ რა მოხდენა” - განუცხადა გიგზმა Irish Times-ს.
აღსანიშნავია, რომ გიგზს მიმდინარე სეზონის გარდა, პრემიერლიგის ყველა სეზონში აქვს გოლი გატანილი.







