ფეხბურთი

21:28 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: ფოთის “კოლხეთი”, ბათუმის “დინამო” და “სამტრედია” ისევ ლიდერები არიან

5 დეკემბერს “ბ” ზონაში “საბურთალო” საკუთარ მინდორზე გადატანილ შეხვედრაში თანაქალაქელ “სასკოს” უმასპინძლებს და საშემოდგომო ეტაპიც ამით დამთავრდება. გაზაფხულამდე კი ლიდერებად უმაღლესიდან შარშან გავარდნილი ფოთის “კოლხეთი” და ბათუმის “დინამო,” ასევე “სამტრედია” არიან. ბოლო ტურში სამივემ გაიმარჯვა: “კოლხეთმა” სტუმრად, თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე 3:1 მოუგო “კახეთს.” ბათუმის დინამოელებმა ჭიათურაში, “თემურ მაღრაძეზე” მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს, “სამტრედიამ” კი შინ, თავის “ეროსი მანჯგალაძეზე” თბილისელ სტუდენტებს 4:2 აჯობა.

ა ზონა

28 ნოემბერი: მეშახტე – გაგრა 1:2, კახეთი – კოლხეთი (ფთ) 1:3, მერცხალი – ალგეთი 2:0, სქური – საპოვნელა 2:2, იმერეთი – ჩხერიმელა 3:2, ადელი – შუქურა 0:6

 

1.              კოლხეთი (ფოთი)                 12               10              1             1              28:7              31           
2. შუქურა (ქობულეთი)               12 9 2 1 42:11 29
3. საპოვნელა (თერჯოლა)  12 8 2 2 23:10 26
4. დინამო 2 (თბილისი) 12 7 1 4 30:14 22
5. ალგეთი (მარნეული)   12 7 1 4 16:11 22
6. გაგრა  12 5 5 2 23:13 20
7. მეშახტე (ტყიბული)  12 5 2 5 22:20 17
8. ჩხერიმელა (ხარაგაული) 12 4 3 5 19:23 15
9. სქური (წალენჯიხა)  12 3 1 8 14:29 10
10. იმერეთი (ხონი)   12 2 3 7 10:26 9
11. ადელი (ბათუმი)  12 2 2 8 13:35 8
12. კახეთი (თელავი)   12 2 1 9 11:31 7
13. მერცხალი (ოზურგეთი)  12 1 2 9 8:29 5

 

 

ბ ზონა

29 ნოემბერი: მაჭახელა – ლოკომოტივი 3:1, ბახმარო – ბეთლემი 2:3, ჭიათურა – დინამო (ბთ) 0:1, სასკო – სამგურალი 5:0, სამტრედია - სტუ 4:2, დილა 2 – საბურთალო 1:2, კოლხეთი (ხბ) – სულორი 4:1

 

1.            დინამო (ბათუმი)                      13             10               1              2             26:8          31        
2. სამტრედია 13 10 1 2 25:3 31
3. მაჭახელა (ხელვაჩაური)  13 9 3 1 23:6 30
4. ჭიათურა  13 8 1 4 19:14 25
5. სამგურალი (წყალტუბო) 13 6 3 4 25:23 21
6. სასკო (თბილისი)   12 6 1 5 22:12 19
7. ბეთლემი (ქედა) 13 6 1 6 18:17 19
8. საბურთალო (თბილისი)  12 5 2 5 20:15 17
9. დილა 2 (გორი)   13 5 2 6 19:24 17
10. ლოკომოტივი (თბილისი)  13 4 1 8 18:23 13
11. კოლხეთი (ხობი)   13 3 3 7 15:29 12
12. სტუ (თბილისი)    13 3 1 9 22:30 10
13. ბახმარო (ჩოხატაური)  13 0 6 7 11:30 6
14. სულორი (ვანი)    13 1 2 10 7:26 5

 

შენიშვნა: წლეულს, პირველი ლიგის გათამაშება განსხვავებული ფორმატით ტარდება. შარშანდელივით ისევ ორი – “ა” და “ბ” ზონებია, თუმცა “ა” ზონაში 13 გუნდი იასპარეზებს (აჩაბეთის “ლიახვი” მოიხსნა გათამაშებიდან), “ბ” ზონაში კი – 14. გათამაშება ჩატარდება 2 წრედ. ორივე ზონაში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფში იასპარეზებენ. პლეი ოფის გათამაშება, 4 გუნდს შორის, ჩატარდება თბილისში, ერთ წრედ. საუკეთესო 2 უმაღლესი ლიგის საგზურს მოიპოვებს. “ა” და “ბ” ზონებში ბოლო სამ ადგილებზე გასულები, მეორე ლიგაში დაქვეითდებიან.

 

0.112471