ფეხბურთი

13:42 | 16.03.2011 | ნანახია 4523 - ჯერ

პავლე ხორგუაშვილი ფინეთის პოლიციაში

საფეხბურთო სკანდალია ფინეთში, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც შეეხო, თანაც, პირდაპირ. ფინეთის პოლიციამ ექვსი უცხოელი ფეხბურთელი დააკავა და მათ შორის ოთხი - “როვანიემიდან”. და ამ ოთხშია 23 წლის ქართველი ნახევარმცველი პავლე ხორგუაშვილიც. დაკავების მიზეზი გარიგებულ თამაშებში მონაწილეობაა.
გეცოდინებათ, “როვანიემში” პავლეს გარდა, მისი ტყუპისცალი ვალტერ ხორგუაშვილიც თამაშობს, თუმცა მას არავინ შეხებია. ცნობისთვის, ეს კლუბი შარშან მეორე ლიგაში იყო, პირველ ადგილზე გავიდა და წლეულს ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი) გამოდის.
ეს ინფორმაცია “როვანიემის” ოფიციალურ საიტზეც წერია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ფინეთში მალაიზიის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სამშობლოში ბრალს სდებდნენ გარიგებული მატჩების ორგანიზებაში. და ამას მოჰყვა ექვსი ფეხბურთელის დაკავება.
საუბარია ფინეთის შარშანდელი ჩემპიონატის ათ მატჩზე.
“როვანიემის” საიტზე, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ინგლისელი ჯონ ალენის სიტყვებია მოყვანილი:
“ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას, თუმცა სიტუაცია რთულია. შაბათს “ვაასას” ვხვდებით და ოთხი ფეხბურთელის გამოკლება დიდი დანაკლისია ჩვენთვის. პოლიციას ჩემთვის არაფერი უთქვამს. მოკლედ, ისე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ვითომ არაფერი მომხდარა. ძნელია”.  
კლუბის გენერალური დირექტორი იუკო კიისტალაც მნიშვნელოვანს ვერაფერს ამბობს, თუმცა როგორც გაირკვა, ხორგუაშვილისა და კიდევ ხუთი ფეხბურთელის საკითხი პარასკევს განიხილება.
აღსანიშნავია, რომ “როვანიემისთვის” ასეთი ამბავი პირველი არაა – შარშან, გუნდის ზამბიელი ფეხბურთელი კრისტოფერ მუსონდა, ამავე ბრალდებით დააკავეს.
 

ილია ნანობაშვილი

 

Loading...

კომენტარები (27)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:31 | 16.03.2011
tores (1560)

jabulani რაც შენ გაგიცანი ამ პორუმზე ნელნელა დავაკვირდი და ნაგდათ ზიზუს ხანდახან გამოსდიოდა თამაში ანუ იგროკობდა თურმე მომენტებში ესეც შენი წვლილია თორე ვაბშე არმევასებოდა ეგა. )))))))

20:08 | 16.03.2011
shoga (1029)

მართლა რა გა/უ/ტ/რაკეთ ამ კაცს საქმე, თავის საქმის თვითონ იცის, უბრალოდ ვიღაც ფინელების ნათქვამზე და დაწერილზე ქართველ კაცს მიწასთან არ უნდა ვასწორებდეთ, რა უბედურება გჭირთ რა არის......... .

19:58 | 16.03.2011
georgianguy (7)

ძალიან მაგარი ადამიანები არიან ორივე ძმები... ეგეთ საქმეზე არ წავიდოდა პავლე. რეებს ბოდავენ ვერ გავიგე მაინც? ესენი რაც მივიდნენ გუნდში, 2 ლიგით ზევით ავიდა გუნდი და რა ჩემი ... უნდათ ? "mamuk88" ენას კბილი დაადგი, სანამ კბილები გაქვს.

19:40 | 16.03.2011
david.b (765)

https://www.facebook.com/dinamotbilisi სიონი - დინამო 0:2 - ვიდეომასალა! დინამოს გულშემატკივრებო შემოგვიერთდით!

19:14 | 16.03.2011
chempioni.com (35)

ტეხავს

17:59 | 16.03.2011
rivaldo7 (950)

ისევ ქართველი თუ იზავდა

17:14 | 16.03.2011
bero727 (549)

ოლიმპმა ტუ ვერ მოიგო არც ცაუგია ასე რომ ჯერ არაპერია დაკარგული..აი დინამომ კი გამიხარდა რო მოიგო..მე ვტკვი როდინამო აგარ ცააგებს ტამაჰებს და გახდება ჰემპიონი

17:13 | 16.03.2011
lasha888 (160)

რა მაიკა აცვია მშვენიერი მაიკააა

17:12 | 16.03.2011
bero727 (549)

http://www.futbol24.com/ აგერ ამ საიტზე კარტული კიარა ინდოეტის ჰემპიონატიც კი არის..ალბატ გაარკვევ მერე რას უნდა დააცვე?ტუ არადა გეტკვი

17:01 | 16.03.2011
Tornikiusi (1820)

ოლიპმა ვერ მოიგო

16:43 | 16.03.2011
merphy (2)

jabulani

16:32 | 16.03.2011
mismine (1888)

ზოგადად ცოტა ძნელია ხოლმე ამდაგვარი შემთხვევბის დამტკიცება, უბრალოდ ფინეთის პოლიცია მეეჭვება რომ ტყუილად ვინმეს მიადგეს და დაიჭიროს. არც ბიუჯეტი აქვთ საპროცესო გარიგებებით შესავსები. რაღაცაში იყო ალბათ გარეული, თუმცა მაქსიმუმ დეპორტი გაუკეთონ, აბა ციხეში რაში სჭირდებათ?! თუ დაუმტკიცდა მაგრა ტეხავს

16:30 | 16.03.2011
anriiiiiiiiii (381)

მაგრები ვართ ქართველები ყველგან რაგაცას ვაფუჭებთ

16:26 | 16.03.2011
tores (1560)

jabulani საგოლ ვატკობ უკვე დემოკრატიულ და საკმაოდ გაზრებულ კომენტარებს წერ ანუ მართალი ხარ ამჯერად. )))))))

16:22 | 16.03.2011
Tornikiusi (1820)

http://www.flashscore.com/ აი აქ ვნახულობ

16:20 | 16.03.2011
Reigns (292)

larsson გაიხარე

16:14 | 16.03.2011
larsson (136)

http://www.flashscore.com/ აი ბრატ აქ ნახე

16:10 | 16.03.2011
Reigns (292)

TOKO_GEORGIA_AUBG სად ნახულობ საქართველოს ჩემპიონატის ანგარიშებს ?

16:07 | 16.03.2011
merphy (2)

mamuk88 სჰენ არ გინდა ეგეთი ფორმა გეცვას და მაგარ გუნში თამაშობდე ''შე ჩემისა'' ხო?

16:03 | 16.03.2011
koqsi (115)

ეს ყმაწვილი მსხვერპლია იმ წინამორბედთა ცოდვებისა, რომლებიც მისტიროდნენ ჯერ საბჭოურ ჩემპიონატებს, შემდეგ პოლიტიზირებულ სპორტულ ასპარეზობებს და "ჩაწყობებს", და ბოლოს ფულზე ყიდდნენ თავისი ქვეყნის პრესტიჟსა და სახელს; თავიანთი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, მზად იყვნენ გადამთიელ მსაჯს გარიგებოდნენ თვით საკუთარი გუნდის დამარცხებაზე! ფინეთში წასვლა რად გვინდა - ასეთები ბლომად მოიპოვებიან დღევანდელ სახელისუფლო სტრუქტურებშიც - ოფიციოზში, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაშიც და, ვშიშობ, თვით ფეხბურთის ფედერაციაშიც!

16:02 | 16.03.2011
Tornikiusi (1820)

yifianii16.03.2011 15:36:06 კი დაიწყო დინამო ვიტჯორჯია ზესტაფონი და ზუგდიდი იგებენ ოლიმპი ფრეა ჯერჯერობით

15:36 | 16.03.2011
yifianii (34)

საქართველოს ჩემპიონატის თამაშები დაიწყო თუ იცით ვინმემ?

14:17 | 16.03.2011
lfc_1892_est (266)

mamuk88 16.03.2011 14:03:38 აუ ამას ნახე რა ფორმა აცვია,საბავშვო ბაღში ხო არას ეგ ჩემისა ბაღშიც აგარ აცმევენ ესეთ მაიკებს

14:03 | 16.03.2011
Irakli Bagrationi (957)

აუ ამას ნახე რა ფორმა აცვია,საბავშვო ბაღში ხო არას ეგ ჩემისა

13:52 | 16.03.2011
gitleri (3645)

ყველგან და ყველაფერში როგორ უნდა ვიჭრიდეთ თავს რა.

13:49 | 16.03.2011
lfc_1892_est (266)

პიზდეც

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.195046