ფეხბურთი

11:50 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოსვალდო ნაკრების სიიდან ამოიღეს

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ “რომას” ფორვარდი პაბლო ოსვალდო 15 ივნისს ბრაზილიაში გასამართი კონფედერაციის თასის განაცხადიდან ამოიღეს. მკაცრი სანქციის მიზეზი იტალიის თასის ფინალის დასრულების შემდეგ ოსვალდოს მიერ ტვიტერში დაწერილი მწარე განცხადება გახდა.

“აურელიო ანდრეაცოლის კომპეტენტურობა დიდ ეჭვს ბადებს. ახლა წავიდეს და თასის მომგებ “ლაციოსთან” ერთად იზეიმოს” – წერდა მთავარ მწვრთნელზე გაბრაზებული ფორვარდი, რომელიც ფინალში ანდრეაცოლიმ სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მხოლოდ 15 წუთით შეუშვა მოედანზე.

პაბლო ოსვალდოს საქციელს “რომას” ხელმძღვანელობის ოფიციალური განცხადებაც მოჰყვა, რომლის თანახმადაც, კლუბი ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაწყვეტას აპირებს. იტალიურმა გამოცემებმა კი უკვე ფორვარდის მსურველი კლუბების სია ჩამოწერეს: “ინტერი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “ანჟი”.

 

 

0.116815