იტალიურმა “რომამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის უბერებელმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ბოლო დროს, ტოტისა და “რომას” შორის შეთანხმების თაობაზე ცნობა არაერთხელ გავრცელდა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2014 წელს გასდიოდა, 2016 წლამდე გაახანგრძლივეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტოტი “რომაში” 38 წლის ასაკამდე ითამაშებს.
ფრანჩესკო ტოტი “რომას” სკოლის აღზრდილია. “ჯალოროსის” მაისურით ჩატარებულ 681 ოფიციალურ მატჩში მან 283 გოლი გაიტანა.