“საუთჰემპტონის” იტალიელი თავდამსხმელის, პაბლო დანიელ ოსვალდოს “იუვენტუსში” ტრანსფერი დასრულებულია. ტურინულმა კლუბმა 28 წლის შემტევის არენდა დაადასტურა.
ოფიციალური ინფორმაციით, ოსვალდო “იუვენტუსში” სეზონის ბოლომდე ითამაშებს. კლუბებს შორის არსებული შეთანხმება ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს. ამ პუნქტის თანახმად, 2014 წლის 31 მაისამდე, “იუვენტუსს” ოსვალდოს სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა 19 მილიონ ევროდ შეუძლია.
პაბლო დანიელ ოსვალდო “საუთჰემპტონში” გასულ ზაფხულში, “რომადან” გადავიდა. ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 12 თამაშში მან 3 გოლი გაიტანა.