სხვა

14:34 | 19.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ოდიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დასრულებულ ახალგაზრდა ბატუტისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ანა ოდიშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.
ქართველი ბატუტისტებისთვის მსოფლიოს პირველობა უხეიროდ დაიწყო. მოზრდილებში ლიუბა გოლოვინა 47-ე ადგილზე გავიდა, ნანა ღუჭაშვილი 59-ე იყო, ხოლო თენგიზ კოშკაძე 61-ე პოზიციას დასჯერდა.
11-12 წლის სპორტსმენთა შეჯიბრში კი თავი ოდიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 51 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა.
საკვალიფიკაციო გამოსვლების შემდეგ, ანა ოდიშვილი და თეონა ჯანჯღავა ფინალში, შესაბამისად, მეოთხე და მეექვსე ადგილით “შევიდნენ”.
გადამწყვეტი გამოსვლისას ოდიშვილმა 34.300 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიგო, ჯანჯღავამ კი ვარჯიშის შესრულებისას შეცდომა დაუშვა და მერვე ადგილს დასჯერდა.
იმავე ასაკის ჭაბუკებში ზურაბ ნოზაძემ 32.300 ქულით მე-14 ადგილის დაკავება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095847