ფეხბურთი

20:48 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოლიტო: “ბარსელონას” დამარცხება შეგვიძლია”

ანდალუსიური “გრანადას” ახალწვეული ნოლიტო აცხადებს, რომ ლა ლიგის უახლოეს მატჩში, მის გუნდს გათამაშების ლიდერის, კატალონიის “ბარსელონას” დამარცხება ხელეწიფება.

მანუელ აგუდო დურანი, იგივე ნოლიტო, კატალონიურ კლუბში 2008-2011 წლებში ირიცხებოდა. ის “ბარსა ბ”-ს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კატალონიელთა პირველ გუნდში ესპანელმა შემტევმა სულ 5-ჯერ ითამაშა. შაბათს, 26 წლის ფეხბურთელს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში მოუწევს.

“რთული იქნება, მაგრამ ჩვენი ფეხბურთის თამაშს შევეცდებით. თუ “რეალისა” და “დეპორტივოს” შემდეგ “ბარსელონას” დამარცხებასაც მოვახერხებთ, რამდენიმე დღის განმავლობაში ზეიმი გველის.

კატალონიელების დამარცხება შეგვიძლია. ოდესმე ამ გუნდმაც ხომ უნდა წააგოს? რთული მატჩი გველის, მაგრამ დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ვემზადებით. ის ფაქტი, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს, შესაძლოა, დაგვეხმაროს კიდეც.” – აცხადებს “გრანადაში” გასულ თვეში გადაბარგებული ნოლიტო, რომელმაც ანდალუსიელთა შემადგენლობაში ჯერ მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. მისი მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში, “გრანადამ” “რეალისა” და “დეპორტივოს” დამარცხება მოახერხა.

0.114242