ფეხბურთი

14:43 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერის სამიზნეები: ჯეკო, კოსტა, მანჯუკიჩი...

 

ლონდონის “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი ზაფხულის სატრანსფერო სეზონისთვის გეგმის შემუშავებას იწყებს. ბრიტანული პრესის ცნობით, ფრანგ სპეციალისტს, სულ ცოტა, 3 უმაღლესი დონის ფეხბურთელი სურს.

“მეთოფეთა” სამწვრთნელო შტაბს მარჯვენა მცველის, ცენტრალური ნახევარმცველისა და თავდამსხმელის შეძენა სურს. ლონდონელთა სამიზნეები არიან დიეგო კოსტა, ედინ ჯეკო, მარიო მანჯუკიჩი, ჯექსონ მარტინესი და ლუკაშ პიშჩეკი.

გარდა ამისა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “არსენალი” “შალკეს” ნახევარმცველის – იულიან დრაქსლერის საკითხსაც მიუბრუნდება.

0.116901