სხვა

11:47 | 31.10.2012 | ნანახია 859 - ჯერ

მსოფლიო ფრენბურთის მმართველმა ორგანომ ლევან ახვლედიანი პლაჟის ფრენბურთის კომისიის წევრად დაამტკიცა

სასიხარულო ცნობა მოვიდა ლოზანიდან, სადაც მდებარეობს FIVB-ს (ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია) ოფისი. ადმინისტრაციულმა საბჭომ საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი პლაჟის ფრენბურთის კომისიის წევრად დაამტკიცა.
“რა თქმა უნდა, ძალიან მეამაყება ეს ახალი თანამდებობა. მოგეხსენებათ, რომ 2002 წლიდან, 10 წლის განმავლობაში ვიყავი მსოფლიოში ფრენბურთის განვითარების კომისიის წევრი და ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებაში მივიღე მონაწილეობა. ეს ახალი გამოწვევაა ჩემთვის. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ვიყავი პირველი ქართველი, რომელიც დაინიშნა ოლიმპიურ თამაშებზე ტექნიკურ დელეგატედ. შემდეგ კი ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მომანდო პლაჟის ფრენბურთში ფინალური მატჩის (ბრაზილია-გერმანია) დირექტორობა. სპორტული ჩინოსნისთვის ეს უმაღლესი მიღწევაა და მაშინაც ამაყი ვიყავი, რომ ჩემს პატარა ქვეყანას წარმოვადგენდი. ლონდონშივე, პლაჟის ფრენბურთის განვითარების ჩემეული ხედვა გავუზიარე საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებს და მათაც ჩემი გამოცდილების გამოყენება პლაჟის ფრენბურთის კომისიაში გადაწყვიტეს. თვითონ კომისია რამდენიმე წევრისაგან შედგება და სწორედ მათ მუშაობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება სპორტის ეს სახეობა მსოფლიო მასშტაბით 2012-2016 წლებში”, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

 

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.158122