საფრანგეთის ლიგა ერთის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, „მონაკომ“ „ლილს“ საკუთარ კედლებში ვერ სძლია, მაგრამ კონკურენტს არც სხვაობის შემცირების საშუალება მისცა.
კლაუდიო რანიერის გუნდმა ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გახსნა. მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, ბერბატოვმა ობადის საგოლე გადაცემა გაუკეთა. სტუმრებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, როდესაც მენდესის პასით ორიჟიმ გაიტანა.
„ლუი II“-ზე გამართული თამაშის შემდეგ, „მონაკო“ პსჟ-ს უკვე 10 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზელები ზედიზედ მეორედ გაჩემპიონებასთან ძალიან ახლოს არიან.
„ლილის“ მიერ ქულების დაკარგვით ისარგებლა „სენტ ეტიენმა“, რომელმაც ბოლო 2 თამაშის წაგების შემდეგ მოგება მოახერხა და კონკურენტთან ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა. „მწვანეებმა“ ანგარიშში 2:0 დაწინაურება მოახერხეს და მართალია ერთი ბურთი თავადაც გაუშვეს, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, უკვე კაცნაკლულ მეტოქეს კვლავ გაუტანეს და 3:1 იმარჯვეს.
ზედიზედ მე-2 გასვლითი თამაში მოიგო „ლიონმა“. რემი გარდის შეგირდებმა საკუთარ კედლებში ცუდად მოთამაშე „გენგამს“ სძლიეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 46-ე წუთზე გავიდა, როდესაც ბაფეტიმბი გომისმა ლაკაზეტის გადაცემა გამოიყენა.
სენტ ეტიენი-სოშო 3:1 (0:0)
სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 32688
სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, კლერკი, სალი, პერინი, ტრემულინასი, კოადე, ლემუანი, ტაბანუ (გრადელი 75), კონე (ერდინგი 45+1), მოლო (კლემენი 85), ბრანდაო.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
სოშო (4-2-3-1): პელე, ფოსურიე, სუნზუ, კარლაო, მარანჟი (ზუმა 85), სინკალა, პრჩიჩი (ბუტინი 56), კორშია, რუდე, ბაკამბუ, კონტუ (ბუკარი 56).
მწვრთნელი: ერვ რენარი.
გოლები: 1:0 ერდინგი (46), 2:0 ტაბანუ (51), 2:1 ბუტინი (66), 3:1 ერდინგი (89).
გაფრთხილებები: მოლო 72 - ბაკამბუ 16.
გაძევება: აკამბუ 81.
მსაჯი: ბენუა მილო.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 22 (11)-11 (2), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-8, ჯარიმა: 12-15.
გენგამი-ლიონი 0:1 (0:0)
გენგამი, “რუდურუ” 16167
გენგამი (4-1-2-3): სამასა, მარტინსი, სორბონი, კერბრა, დოს სანტოსი, დიალო, მატისი (ლანგილი 75), სანკარე, ბოვუ, ალიუი (დემბელე 73), ჟირესი (დუნიამა 63).
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
ლიონი (4-1-3-2): ა. ლოპესი, მ. ლოპესი, კონე, ბისევაცი (სარი 68), დაბო (ტოლისო 69), გონალონი, ფერი, მალბრანკი (გურკუფი 82), მვუემბა, ლაკაზეტი, გომისი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
გოლი: 0:1 გომისი (46).
გაფრთხილებები: მარტინსი 54, დიალო 76 - ფერი 14, გონალონი 51, ვერკუტრი 52 (სათადარიგო).
მსაჯი: ლორან დუამელი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (6)-9 (4), კუთხური: 10-11, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-6, ჯარიმა: 9-16.
მონაკო-ლილი 1:1 (1:1)
მონაკო, “ლუი II” 7175
მონაკო (4-1-3-2): სუბასიჩი, ფაბინიო, კარვალიო, იზიმატ-მირინი, ეშიეჟილე, ტულალანი, ობადი, როდრიგესი (დირარი 68), კონდოგბია, ბერბატოვი, ჟერმენი (ოკამპოსი 46).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
ლილი (4-1-2-3): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაზა, სუარე, გუეიე, ბალმონი, დელაპლასი, მენდესი (მარტინი 77), კალუ, ორიჟი (როდელინი 84).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლები: 1:0 ობადი (4), 1:1 ორიჟი (38).
გაფრთხილებები: ეშიეჟილე 16 - კიაერი 34, ბალმონი 68.
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 6 (2)-8 (4), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 5-3, სეივი: 3-1, ჯარიმა: 16-17.