სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭიდაობა

10:53 | 15.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოძმანაშვილი ბრუნდება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

2008 წლის პირველ აპრილს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დავით მოძმანაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. 21 წლის მძიმეწონოსანმა ეს ტიტული მხოლოდ 4 კვირა ატარა. შემდეგ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჭიდავის ანალიზში აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა და ევროპირველობის ოქროს მფლობელად მოძმანაშვილისგან ფინალში ძლეული დავით მუსულბესი გამოცხადდა. ფილა-ს სასჯელი 2-წლიანმა დისკვალიფიკაციამ კიდევ უფრო დაამძიმა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 2008-2009 წლებში მსოფლიოს 2 ჩემპიონატი, ევროპირველობა და პეკინის ოლიმპიური თამაშები გამოტოვა. მთელი ეს პერიოდი, დასჯილ სპორტსმენს თითქმის არც ერთი სანაკრებო შეკრება და ვარჯიში არ გამოუტოვებია. დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვამდე 3 კვირაღა რჩება და მოძმანაშვილი უკვე საერთაშორისო არენაზე
დასაბრუნებლად ემზადება. მიზანი 13-18 აპრილს, ბაქოში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაა, თუმცა, იქამდე, შიდა კონკურენციაში გალიდერება უნდა მოახერხოს. 26 მარტს საქართველოს აბსოლუტური პირველობა გაიმართება და ჩემპიონი ნაკრების პირველი ნომერი გახდება. იძულებითი უქმობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დავით მოძმანაშვილი “მსოფლიო სპორტს” დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ესაუბრა.
დავით მოძმანაშვილი: ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები ხალიჩას. ძალიან მომენატრა ჭიდაობა. 26 მარტის მოსვლას უდიდესი მოლოდინით ველი.
- თავს როგორ ატყობ, კარგ ფორმაში ხარ?
- თავს მშვენივრად ვგრძნობ. ვთვლი, რომ ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ. ფიზიკურადაც მოვძლიერდი და ტაქტიკურადაც. ერთადერთი, რაც მაკლია, სატურნირო გამოცდილებაა, მაგრამ ვეცდები, ამ პაუზამ ხელი არ შემიშალოს.
- დოპინგ-სკანდალში გახვევის დეტალებზე საუბარს ყოველთვის თავს არი¬დებდი. უკვე დისკვალიფიკაციის ვადა იწურება და იქნებ ახლა მაინც გაგვიმხილო, რა და როგორ მოხდა...
- ერთმა ახლობელმა რაღაც ჰორმონების მიღება შემომთავაზა. მითხრა, ძალიან ეფექტურია და რაც მთავარია, საშიში არაფერია, რადგან არც ერთ ტესტში არ გამოჩნდებაო.
- შიში მაინც არ გაგიჩნდა, რომ შეიძლება ჩავარდნილიყავი?
- არანაირი შიში. ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მიღებული პრეპარატი აკრძალული არ იყო.
- ექიმი რატომ არ ჩააყენე საქმის კურსში?
- საგანგაშოს ვერაფერს ვხედავდი, თორემ აუცილებლად დავეკითხებოდი.
- ევროპირველობის წინ მიიღე პრე¬პარატი?
- არა, საქართველოს ჩემპიონატამდე 2 თვით ადრე. ევროპის ჩემპიონატამდე თითქმის 6 თვე რჩებოდა. სულ პატარა ეჭვიც რომ მქონოდა, ევროპაზე არავითარ შემთხვევაში არ ვიჭიდავებდი. ჩემპიონი კი გავხდი, მაგრამ გულახდილად ვამბობ - მიღებული ჰორმონები იმ გამარჯვებაში ოდნავადაც არ წამხმარებია. აღარც კი მახსოვდა ის ფაქტი. ევროპირველობიდან ერთ თვეში დისკვალიფიკაცია რომ მომცეს, კარგა ხანს ვცდილობდი, გამეხსენებინა მიზეზი. მითხრეს, რომ 6 თვის წინათ მქონდა მიღებული აკრძალული პრეპარატი. გადავთვალე და იმ მომენტამდე მივედი.  
- აქტიური სპორტიდან წასვლაზე ხომ არ დაფიქრდი?
- არა, რას ამბობთ. კარიერის დასრულება კი არა, ვარჯიშიც არ შემიწყვეტია. 2 წლის განმავლობაში მუდმივად ნაკრებთან ერთად ვემზადებოდი. თავს არ ვზოგავდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი - როგორ სპორტულ ფორმაშიც არ უნდა ჩავმდგარიყავი, ვერც ერთ ტურნირში მივიღებდი მონაწილეობას. ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების გამოტოვება უდიდესი იმედგაცრუება იყო ჩემთვის.
- ცნობილია, რომ მორაგბეებთან მეგობრობ. სახეობის შეცვლა ხომ არ შემოგთავაზეს?
- არა, რადგან პასუხი ყველამ წინასწარვე იცოდა. ჭიდაობა ისე მიყვარს, ვერაფერზე გავცვლი. ვვარ¬ჯიშობდი და სასჯელის ვადის გასვლას ველოდებოდი.
- საერთაშორისო არენაზე დაბრუნებამდე, დოპინგ-ტესტი თავიდან ხომ არ უნდა ჩააბარო?
- როგორც ვიცი, ფილა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის თაობაზე სპეციალურ წერილს გამოაგზავნის. მერე კი ერთხელაც გავივლი შემოწმებას და ოფიციალურ დასტურსაც მივიღებთ. სასჯელმა საოცრად ფრთხილი გამხადა. ექიმის დასტურის გარეშე, არანაირ წამალს აღარ ვიღებ.
- ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები ევროპის ჩემპიონატამდე მოესწრება?
- აუცილებლად. იქამდე ჩემი ამოცანა ნაკრებში ადგილის დაბრუნებაა. საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონატზე აუცილებლად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ. შემდეგ კი ჩემი შესაძლებლობები დიდ ტურნირებზე თავიდან უნდა დავამტკიცო.
ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.119085
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X