სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:57 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ სახელმწიფოს 10 მილიონი გადაუხადა

ბოლო 4 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, ესპანეთის საგადასახადო სამსახურს 10 მილიონი ევრო გადაუხადა. აღნიშნულ ინფორმაციას, Lა Vანგუარდია-ზე დაყრდნობით, ყველა ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა ავრცელებს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, საგადასახადო ორგანოები მესის 2007-2009 წლებში რეკლამებიდან შემოსული ფულიდან გადასახადების გადაუხდელობაში ედავებოდნენ. დავის საგანი დაახლოებით 4 მილიონი ევრო იყო. როგორც ირკვევა, არგენტინელის მიერ გადასახადების გადაუხდელობა მხოლოდ ამ 3 წელს არ მოიცავს, რადგან ხსენებული 10 მილიონი 2010 და 2011 წლებში გადაუხდელი გადასახადია.

იგივე La Vanguardia-ს ცნობით, მესიმ მზადყოფნა გამოთქვა საგადასახადო სამსახურებთან 2007-09 წლების საქმესთან დაკავშირებითაც ითანამშრომლოს და სახელმწიდოს გადაუხდელი გადასახადი აუნაზღაუროს.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინათ წაუყენეს, ხოლო მისი სასამართლო პროცესი 17 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.109959