ფეხბურთი

11:22 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი “ოქროს ბუცს” მიიღებს

 

კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ ლიონელ მესის კუთვნილი “ოქროს ბუცი” ოთხშაბათს გადაეცემა. ამის შესახებ Marca იუწყება.

26 წლის არგენტინელს ჯილდო ევროპული ჩემპიონატების 2012-2013 წლების სეზონის ბომბარდირობისთვის გადაეცემა. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, კატალონიელთა ვარსკვლავმა 46 გოლით გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ მესი “ოქროს ბუცს” მესამედ მიიღებს. არგენტინელს ეს პრიზი 2009/10 და 2011/12 წლების სეზონებში აქვს მოგებული.

0.11136