მექსიკელი კალათბურთელი გუსტავო აიონი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. არსებული ინფორმაციით, იგი “სამეფო კლუბთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ მექსიკელი ცენტრი გასულ სეზონში ნბა-ს წევრ “ატლანტა ჰოუქსში” ირიცხებოდა და 26 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 4.3 ქულა და 4.8 მოხსნა გახლდათ.
ისიც ვთქვათ, რომ აიონმა ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა და მექსიკელებს საშუალოდ 17.6 ქულას და 7.6 მოხსნას აშველებდა.