მექსიკის საკალათბურთო ნაკრებმა ანგოლელებს მოულოდნელად იოლად – 79:55 სძლია და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ტურში სამხრეთ
აღსანიშნავია, რომ აფრიკელებმა პირველი ტაიმი მხოლოდ 1 ქულით დათმეს, მე-2 ნახევარში კი მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
მექსიკელთა რიგებში აიონმა ორმაგი დუბლი (17 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა, ერნანდესის მონაგარი კი 24 ქულა გახლდათ. ანგოლის ნაკრებში, რომელმაც მე-2 ტაიმში მხოლოდ 20 ქულა მიითვალა, 13-13 ქულით ხოაკიმი და მორეირა გამოირჩნენ.
საინტერესოა, რომ გასულ შეხვედრაში მეტოქეებს მეტნაკლებად თანაბარი მაჩვენებლები ჰქონდათ, გარდა ერთისა. მექსიკამ 26-დან 12 სამქულიანი გამოიყენა, ანგოლელებმა კი პერიმეტრიდან 27-დან მხოლოდ 4 ტყორცნა ჩააგდეს.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. D ჯგუფი. გრან კანარია