"მაიამი ჰიტი" ბრწყინვალე ფორმაში გახლავთ – ნბა-ს რეგულარულ გათამაშებაში ზედიზედ 11 მატჩი ქონდა მოგებული და დღეს გამთენიისას საკუთარ American Airlines Arena-ზე ეს წარმატებული სერია გააგრძელა. ლებრონ ჯეიმსისა და დუეინ უეიდის ბრწყინვალე გარჯის შედეგად, `მაიამიმ” უმძიმეს ბრძოლაში, მეორე ოვერტაიმში "საკრამენტო კინგზი" 141:129 დაამარცხა.
მასპინძლებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს და მეტოქეს მაღალი სათამაშო ტემპი შესთავაზეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო, საწყის 12 წუთში "მაიამი" 27:22 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში სათადარიგოთა სკამიდან მშვენივრად ჩაერთვნენ "ჰიტის” სათადარიგოები ალენი და ანდერსენი, თუმცა ყველაფერი გადაფარა საკრამენტოელი მარკუს ტორნტონის კარგად თამაშმა, რომელსაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა და ნებისმიერი დისტანციიდან წარმატებით ისროდა. მისი სნაიპერული არსენალის გამოყენების შედეგად, "კინგზმა" დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ჰანდიკაპი მიიღო.
შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიშში ლიდერი არაერთხელ შეიცვალა, ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდური უპირატესობით წინ გასვლას, თუმცა მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთებზე ამუშავდა კიდევ ერთხელ უეიდი-ჯეიმსის დუეტი, რომელთაც საკუთარ გუნდს უკანასკნელი მეოთხედის დასრულებამდე 1:39 წუთით ადრე 8-ქულიანი უპირატესობა მოუტანა - 112:104. "საკრამენტოს" თითქოს თეორიული შანსიღა რჩებოდა, მაგრამ "მეფეები" არ დანებდნენ, ტორნტონმა დარჩენილ დროში ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც უკვე ტაქტიკური ჯარიმის აღება მოუწიათ სტუმრებს. დუეინ უეიდს საშინლად არ გაუმართლა, როდესაც ორიდან ორივე საჯარიმო ტყორცნა ერთნაირი ტრაექტორიით ამოუბრუნდა კალათიდან. "კინგზმა" უკვე რეალური შანსი მიიღო თამაშის გადარჩენის, რომელიც კაზინსმა გამოიყენა, დაამატა რა 3-წამიანი ზონიდან კალათიდან გადმოვარდნილ ბურთს - 112:112.
პირველ ოვერტაიმში კრის ბოშმა გამოაჩინა ბრჭყალები, ძალზედ გააქტიურდა და ზედიზედ 4 ქულა აიღო, თუმცა მეტოქემ ტორნტონისა და ტომასის ზუსტი სამიანებით უპასუხა და წინაც გაიჭრა, მაგრამ ლებრონმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა და შეხვედრაში მეორე ოვერტაიმიც ვიხილეთ, სადაც აფეთქდა "მეფე-ლებრონი", რომელმაც საკრამენტოელ "მეფეებს" დაანახვა თუ ვის ეკუთვნოდა იმდღეს MVP-ის ტიტული და სამეფო ტახტი. მან 5 წუთში 11 ქულა უთავაზა მეტოქეს და ზედიზედ მეთორმეტე თამაში მოაგებინა მაიამის 141:129.
მატჩის გმირი ლებრონი გახდა 40 ქულით, 16 მოხსნით და 8 მოხსნით, შესანიშნავი იყო დუვეინ ვეიდიც 39 ქულა, 7 პასი, 8 მოხსნა. სტუმართა რიგებში კი გამოირჩა სათადარიგოთა სკამიდან შემოსული მარკუს ტორნტონი, რომელმაც 40 წუთში მოქმედ ჩემპიონებს 36 ქულა ჩაუგდო.
"ინდიანა" აგრძელებს წარმატებათა სერიას და დღეს "გოლდენ სტეიტის" დამარცხებით 108:97 ზედიზედ მოგებულ მატჩთა რაოდენობა ხუთამდე აიყვანეს. "ვარიორზმა" აქცენტი პერიმეტრიდან შეტევაზე გააკეთა, რადგან მიმდინარე სეზონში 3 ქულიანების საუკეთესო პროცენტით მსროლელთა პირველ სამეულში ორი კალათბურთელი სწორედ მათ ყავთ - კლეი ტომპსონი და სტივ კარი. ამ უკანასკნელმა დღეს შორი დისტანციიდან ააოხრა მეტოქის კალათი, ჩააგდო რა 10-დან 7 სამქულიანი და შეხვედრა 38 ქულით დახურა, დევიდ ლიმ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა 12ქულა+12 მოხსნა. მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტორებისა "ინდიანა" მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან დამაჯერებლად იგებდა გუნდური კალათბურთის ხარჯზე. მეოთხე მეოთხედის მიმდინარეობისას დევიდ ლიმ და როი ჰიბერტმა ერთმანეთში ჩხუბი ატეხეს, რამაც მასიური სახე მიიღო, ორივე გუნდის კალათბურთელებმა საკმაოდ "იქნიეს ხელი", რის შედეგადაც პარკეტზე მყოფთა უმეტესობა ტექნიკურებით დაისაჯნენ, ხოლო ჰიბერტმა გასახდელში გადაინაცვლა. მაგრამ "პეისერსმა" იმ მომენტისათვის 13 ქულიანი უპირატესობა გააჩნდა, რაც მატჩის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნა.
პი ჯეი კარლესიმო გაურკვეველი მიზეზების გამო აგრძელებს ჯო ჯონსონის იგნორირებას, მის გარეშე კი "ბრუკლინს" უკანა ხაზში უჭირს. დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ "ნიუ ორლეანთან" დაპირისპირებისას "ნეთსმა" დიდი ძალისხმევის შედეგად სტუმრად მძიმე გამარჯვება მოიპოვა 101:97. თორნიკე შენგელია სამატჩო განაცხადში გახლდათ, თუმცა შეხვედრაში ჩართვის საშუალება არ მისცემია.
"ჩიკაგო ბულზი" აგრძელებს საკუთარი გულშემატკივრების უსიამოვნოდ გაოცებას. ამჯერად მათ საკუთარ დარბაზში კაირი ირვინგის(ტრავმა) გარეშე დარჩენილ "კლივლენდთან" "მოახერხეს" წაგება 98:101. "კავალიერსს" ულიდერა ახალბედა ვეიტერსმა, რომელმაც მეტოქეს 25 ქულა უთავაზა.
მაიამი - საკრამენტო 141:129 (27:22, 24:31, 33:32, 28:27, 12:12, 17:5)
მაიამი: ჩელმერსი (6), ვეიდი (39), ბოში (15), ჯეიმსი (40+15პ), ჰასლემი (5); ალენი (21), კოული (2), ანდერსენი (10), ლუისი (3)
საკრამენტო: ტომასი (14), ევანსი (26), კაზინსი (24+15მ), ტომპსონი (8), სალმონსი (15); ჰოუსი (4),ტორნტონი (36),ბრუქსი, ჯონსონი (), პატერსონი,აუთლო (2)
ფილადელფია - ორლანდო 84:98 (20:18, 22:29, 19:21, 23:30)
ფილადელფია: ჰოლიდეი (9), ნ.იანგი (3), თ. იანგი (8), თერნერი (10), ჰოუსი (6); პარგო (14), რაიტი (11), ვილკინსი (14), აივი (3), მოუტრი (2),ალენი (4)
ორლანდო: მური (12+10პ), ნიკოლსონი (13),ჰარკლესი (10),ვუჩევიჩი (12+19მ), აფლალო (16); ჰარისი (16), უდრიხი (4), ჰარინგტონი (9),ლემბი, ჯონსი (6)
ინდიანა - გოლდენ სტეიტი 108:97 (31:25, 23:28, 31:20, 23:24)
ინდიანა: ჰილი (23), სტივენსონი (9), ჰიბერტი (13), ვესტი (28), ჯორჯი (21+11მ); გრეინჯერი (5), ტ.ჰენსბრო (2), მაინმი (7), ოგუსტინი
გოლდენ სტეიტი: კარი (38), ტომპსონი (13), ლი (12+12მ), ბარნსი (9), ბიედრინსი; ჯეკი (11), გრინი (2),ეზელი, ჯეფერსონი (1), ლენდრი (11)
ჩიკაგო - კლივლენდი 98:101 (22:19, 26:29, 23:27, 27:26)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (11+11პ), ჰემილტონი (6), ნოა (9), ბუზერი (27), დენგი (26); ბატლერი (6),ბელინელი (8), მოჰამედი, რობინსონი (5)
კლივლენდი: ლივინგსტონი (15), ვეიტერსი (25),ზელერი (4), ტომფსონი (10), ჯი (11); მაილსი (7),ვოლტონი (8), სპეიტსი (8), ელინგტონი (13),
ნიუ ორლეანი - ბრუკლინი 97:101 (20:31, 21:26, 24:16, 32:28)
ნიუ ორლეანი: გორდონი (10), ვასკესი (20), ლოპესი (14), დევისი (6), ამინუ (4); ტომასი, ანდერსონი (13),სმიტი (8), რობერტსი (7), მასონი (8),რივერსი (7)
ბრუკლინი: უილიამსი (33), ვოტსონი (10), ლოპესი (20), ევანსი, ვოლესი (8); ბლაჩი (8),ბოგანსი (12), ბრუქსი (8), ტელეტოვიჩი, ჰამფრიზი (2)
დალასი - მილუოკი 90:95 (21:17, 28:27, 21:22, 20:29)
დალასი: კოლისონი (12), მეიო (18), ჯეიმსი (4), მერიონი (10), ნოვიცკი (21+20მ); რაიტი (10), კარტერი (2), კრაუდერი (1), ბრენდი (12)
მილუოკი: ჯენინგსი (8), ელისი (22),სანდერსი (13), მბა მოუტე (7),ილიასოვა (10); რედიკი (14), დანლივი (13), იუდო, ჰენსონი, გუდენი (8)
ფინიქსი - მინესოტა 84:83 (16:15, 31:18, 11:18, 19:26, 7:6)
ფინიქსი: დრაგიჩი (10), გორტატი (14), სკოლა (10), დადლი (2), ტაკერი (4); მარშალი (2), ონილი (10),ჯონსონი (14), მორისი (14), ბისლი (4)
მინესოტა: რიდნური (10), პეკოვიჩი (18+12მ), კირილენკო, რუბიო (5), უილიამსი (21+12მ); კანინგემი (6), ბარეა (16), ჟელაბალი (2), შვედი (5), სტიმსმა
კლიპერსი - შარლოტი 106:84 (24:30, 30:15, 28:18, 24:21)
კლიპერსი: პოლი (7), ბილაფსი (3), ჯორდანი (13), გრიფინი (24), ბატლერი (16); გრინი (6), ოდომი (6), ჰილი (7), ჰოლინზი (4), ტურიაფი (3), ბარნსი (17)
შარლოტი: ვოკერი (15), ჰენდერსონი (24),ბიიომბო (2), მულენსი (13), კიდ-გილკრისტი; სეშენსი (11), მაკრობერტსი (10), ტეილორი (7), ჰეივუდი, ადრიენი (2), უილიამსი