გასულ შაბათ-კვირას მსოფლიოს სარაგბო სტადიონებზე გამართულმა ტესტ-მატჩებმა და ოფიციალურმა შეხვედრებმა მსოფლიოს ყოველკვირეული რეიტინგის მოწინავე ოცეულში მხოლოდ ორი ცვლილება გამოიწვია, სხვა შედეგებმა კი, ოდენ ქულათა მარაგები შეცვალა.
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის 23:13 ძლევით სარეიტინგო მონაგარს ვერაფერი შემატა, მაგრამ იტალიასთან ჩამორჩენა მაინც შეამცირა. მე-14-ე საფეხურზე მყოფმა იტალიელებმა სამოასთან 0:15 მარცხის შედეგად 0,33 ქულა დაკარგეს და ახლა “ბორჯღალოსნებს” 0,77 ქულით უსწრებენ. კანადას შოტლანდიასთან 17:19 მარცხი 0,71 ქულა დაუჯდა და ქართველებს 1,11 ქულით ჩამორჩა.
სარეიტინგო ცვლილება არგენტინის ირლანდიასთან მარცხთან ერთად (17:23), სამოასა და წყნარი ოკეანის თასზე ფიჯის მიერ ტონგას განადგურებამ (45:17) გამოიწვია. სამხრეთ ამერიკელები მე-11-ე პოზიციამდე დაეშვდნენ, სამოა და ფიჯი კი, მე-10-მე-11-ე ადგილებზე დაწინაურდნენ. ახალ ზელანდიას ინგლისის მინიმალური სხვაობით ძლევამ არაფერი შესძინა, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკას უელსის 38:16 ძლევამ. თითქმის ვერაფერი მიიღო ავსტრალიამ, რომელმაც საფრანგეთს 6:0 აჯობა. ქულები მიიღეს ირლანდიამ (0,58), შოტლანდიამ (0,71), იაპონიამ (0,49 - წყნარი ოკეანის თასზე აშშ 37:29 დაამარცხა) და რუმინეთმა (0,12), მაგრამ ისინი საკუთარ პოზიციებზე რჩებიან.
მომავალ შაბათ-კვირას გასამართი მატჩები რეიტინგში ცვლილებებს გამოიწვევს, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის არაფერი შეიცვლება. “ბორჯღალოსნებს” “თბილისის თასზე” გასამართი ორი მატჩი არც არაფერს შესძენს და არც არაფერს დააკარგვინებს. 21 ივნისს იაპონიამ იტალია დიდი სხვაობითაც რომც დაამარცხოს, “აძურას” დანაკარგი ისეთი არ იქნება, რომ ისინი ქართველთა ქვევით აღმოჩნდნენ და მხოლოდ სხვაობა შემცირდება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 16 ივნისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,81
2 (2). სამხრეთ აფრიკა 89,34
3 (3). ავსტრალია 86,92
4 (4). ინგლისი 85,68
5 (5). ირლანდია 83,44
6 (6). უელსი 80,70
7 (7). საფრანგეთი 80,03
8 (8). შოტლანდია 76,63
9 (10). სამოა 75,60
10 (11). ფიჯი 75,56
11 (9). არგენტინა 75,12
12 (12). იაპონია 75,07
13 (13). ტონგა 72,58
14 (14). იტალია 71,23
15 (15). საქართველო 70,46
16 (16). კანადა 69,35
17 (17). რუმინეთი 68,20
18 (18). აშშ 65,96
19 (19). რუსეთი 63,43
20 (20). ურუგვაი 61,74
21 (21). ესპანეთი 60,65
22 (22). ნამიბია 58,79
23 (23). ჰონკონგი 58,47
24 (24). პორტუგალია 57,73
25 (25). კორეა 57,22
26 (26). გერმანია 57,19
27 (27). ჩილე 54,54
28 (28). მოლდოვა 54,10
29 (29). ბელგია 53,90
30 (30). ზიმბაბვე 53,56
31 (31). ჰოლანდია 53,16
32 (32). უკრაინა 52,37
33 (33). კენია 51,75
34 ...


კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
ქაოსი თუ გამოვასწორეთ იტალიაც ვერ დაგვიდგება
იტალიის A ნაკრები „სახეზეა“ და ვეთამაშებით, შარშან მოგეხსენებათ ირლანდიის A ნაკრები ჩამოვიდა.
A ნაკრებებს დამაჯერებლად უნდა უგებდეთ და შემდეგ ძირითადიც გვეთამაშება.
მაგრამ ბურთი ხელიდან იმდენჯერ არ უნდა გვირდებოდნენ როგორც ესპანათან.
აბსოლიტურად მართალი ხარ. და ისე ქაოსურადაც არ უნდა ვთამაშობდეთ როგორც ესპანეთთან
კი ეგრეა, სანამ "ა" ნაკრებებს ბურთს არ დავახეთქებთ თავზე, იმ გუნდების ეროვნულებს რანაირად უნდა მოვუგოთ?
დავანებოთ თავი ამ იტალის და შოტლანდიას არ უნდათ მაგათ ჩვენთან თამაში (გასაგები მიზეზების გამო) ვეთამაშოთ იმათ ვინც არ გვეუბნება თამაშზე უარს იაპონია, ტონგა, სამოა, ფიჯი, კანადა, აშშ და რუმინეთი. ამათგან სამოა, ფიჯი და იაპონია უკეთესები თუ არა არაფრით არ ჩამოუვარდებიან იტალია შოტლანდიას და მათთან ჩვენი თამაში იქნება რეალური საზომი თუ სად ვართ ევროპულ თუ მსოფლიო რეიტინგში. (თუ სამოა უგებს იტალიას იტალიაში და ჩვენ თანაბრად ვეთამაშებით სამოას მაშინ ყველაფერი გასაგებია
)
დღევანდელი გადასახედით ფიჯი აშკარად მაღლა დგას იტალიაზეც და შოტლანდიაზეც, (შესაბამისად რუმინეთზეც, აშშზეც, კანადაზეც,ალბათ იაპონაზეც და იქნებ სამოაზეც)
ნელნელა მოვიპოვოთ და განვამტკიცოთ უპირატესობა, ავიდეთ მსოფლიოს საუკეთესო 16–დან 12–ში.
რუმიენთი, აშშ, კანადა, ტონგა, – იაპონია, ფიჯი, იტალია, შოტლანდია, – სამოა, – არგენტინა – ამას წლები უნდა მარგამ... ურთულესი გზა გვაქვს გასავლელი. გავივლით კიდევ 5-10 წელიწადში 12–ლის მუდმივი ბინადარი უნდა გავხდეთ
ყველა ნაკრები პროგრესს განიცდის, გარდა ტონგასი. ორი თამაშის მოგება რეალურია.
გეთანხმები,
იაპონიას საგრძნობი პროგრესი აქვს, ფიჯის იმდენად აქვს მომატებული რომ მე პირადად იაპონია, იტალია, შოტლანდია და სამოაზე წინ დავაყენებდი
განვიხილოთ თორმეტეულში მოხვედრის შანსები ჯგუფში მე–3 ადგილზე (და ზემოთ) გამსვლელები.
"ა" ჯგუფი სიკვდილის ჯგუფია:
ავსტრალია, ინგლისი, უელსი, ფიჯი (სავარაუდოდ) ურუგვაი (თუნდაც რუსეთი)
ობიექტურად ალბათ ინგლისი და ავსტრალია უნდა გავიდეს ჯგუფიდან და სავარაუდოდ ფიჯის უელსი დაამარცხებს.
"ბ" ჯგუფში: სამხერეთ აფრიკა, სამოა, შოტლანდია, იაპონია, აშშ.
გამსვლელ ადგილზე იბრძოლებს სამოა, შოტლანდია და იაპონია – სამივეს თანაბარი შანსი აქვს, ანუ ამ სამიდან ნებისმიერი 2 შიძლება ჩარჩეს ჯგუფში.
"ც" ჯგუფი: ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა, საქართველო, ნამიბია (სავარაუდოდ)
ზელანდიელები უკონკურენტოდ, მეორე ადგილი რეალური პრეტენდენტი არგენტინა, მესამე ადგილზე ჩვენ და ტონგა.
"დ" ჯგუფი: საფრანგეთი, ირლანდია, იტალია. კანადა , რუმინეთი.
საფრანგეთი ირლანდია 1–2 ადგილებს გაითამაშებენ. რუმინეთი შედაერბით სუსტია კანადა და იტალიაზე – იტალიას კანადა და რუმინეთზე ოდნავ უკეთესი შანსი აქვს.
შესაბამისად, თუ ჩვენ ორ მოგებას დავაგროვებთ, არის შანსი რომ თორმეტეულში შევაღწიოთ შემდეგ გუნდებთან:
ავსტრალია, ინგლისი, უელსი, სამხრეთ აფრიკა, სამოა, იაპონია (შოტლანდია), ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგთი, ირლანდია, იტალია.
ანუ 12 ადგილს მიღმა დარჩეს ჯგუფების განთესვის გამო: ფიჯი, შოტლანდია, ტონგა, კანადა.
ეს ზუსტად ის წყობაა სადაც რეალური კონკურენტები განთესივის გამო ვერ შედიან 12–ლში და იქ ადგილს ვიკავებთ ჩვენ თუ მოვიგებთ ტონგასთან
რეალურად ამ ოცი გუნდიდან იბრძვის 16 (პირველ 5–ლზე იბრძვის თქმა ცოტა ნაკლებად, მარგამ მაინც) მეტნაკლებად განწირულია: პლეიოფის გუნდი (ურუგვაი/რუსეთი), აფრიკა 1 (თუნდაც ნამიბია), აშშ ("ბ" ჯგუფიდან სავარაუდოდ), რუმინეთი ("დ" ჯგუფში)
მე–9 მე–12 ადგილებზე იბრძოლებენ: უელსი-ფიჯი, სამოა–შოტლანდია–იაპონია, ტონგა–საქართველო, იტალია–კანადა.
შანსი არის, ტონგასთან თამაში შეიძლება, 12 გუნდში შესვლა უდიდესი წარმატება იქნება
იაპონია მოუგებს იტალიას
ფიჯიც და იაპონიაც იტალიაზე უკეთეს რაგბის თამაშობენ
iaponias tu atamasheben italiastan chvenc gvatamashon ra iqneba
ტონგას ყველა თამაშს დავაკვირდეთ და განვიხილოთ უნდა, აქედანვე მომზადებულები ვიყოთ
stripslashes((strlen('http://bestbusinessgames.org/')>0?'http://bestbusinessgames.org/':'http://bestbusinessgames.org/'))
0?'>http://bestbusinessgames.org/':'>http://bestbusinessgames.org/'))
0?'>http://bestbusinessgames.org/':'>http://bestbusinessgames.org/'))
0?'>http://bestbusinessgames.org/':'>http://bestbusinessgames.org/'))