ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა აცხადებს, რომ პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით, მის კლუბს “პარი სენ ჟერმენისგან” არანაირი შეთავაზება არ მიუღია.
“პოგბათი პსჟ-ს დაინტერესების შესახებ გაზეთებში წავიკითხეთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არანაირი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია. ასეთი შემოთავაზება რომც გვქონდეს, პოგბას მაინც არ გავყიდით.
დღეს ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ყველა იმ ტურნირის მოგება შეუძლიათ, რომლებზეც “იუვენტუსი” თამაშობს.” – განაცხადა ჯუზეპე მაროტამ.