ფეხბურთი

15:06 | 4.07.2013 | ნანახია 727 - ჯერ

“მანჩესტერის” მეკარე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისელი მეკარე ჯეკ კრომპტონი, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” კარს 1945-1956 წლებში იცავდა და შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, კრომპტონმა მანჩესტერელთა მაისურით 212 მატჩი ჩაატარა. მან ინგლისის პრემიერლიგა 2-ჯერ (1947-1948 და 1951-1952), ინგლისის თასი კი, ერთხელ (1948) მოიგო.

1958-1962 წლებში, კრომპტონი “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელის – მეტ ბასბის ასისტენტად მუშაობდა და გუნდს მიუნხენის საყოველთაოდ ცნობილი ტრაგედიის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარებოდა. 1974-1981 წლებში, კრომპტონი “წითელი ეშმაკების” ჭაბუკთა გუნდებს ხელმძღვანელობდა. 

 

Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
05:35 | 05.07.2013
ss18 (1696)

ფერგიუსონის დროს არ თამაშობდა?

72 წლამდე მაცოცხლა ჯამრთელად...

15:59 | 04.07.2013
Z U R A (18339)

სამწუხაროა მაგრამ იყო წასვლის დრო უკვე...

15:57 | 04.07.2013
Gio Rijvadze (2474)

აი ეხლა რაგაც მომაფიქრდა მარა ტეხავს როგორ ვთქვა რო ვთქცვა მაგარი სისლელე იქნება

15:56 | 04.07.2013
Gio Rijvadze (2474)

მაგარი კაი კაცი კი ყოფილა

15:11 | 04.07.2013
Lasha Lortkipanidze (68)

92 წელი უკვე ისეთი ასაკია რომ ადამიანზე ითქმის "დაისვენა" , საცოდავი ის არის ვინც ახალგაზრდა

ღმერთმა ნათელში ამყოფოს!

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.084491