იტალიური “ნაპოლის” შვეიცარიელი ნახევარმცველით, გეკხან ინლერით “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესდა.
Football Italia-ს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “წითელი ეშმაკები” დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავენ და 29 წლის შვეიცარიელიც გუნდის მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა.
თავის მხრივ, შვეიცარიული გამოცემა infoticker-ი ირწმუნება, რომ მანჩესტერელები ინლერის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.
ვარაუდობენ, რომ “ლიონიდან” მაქსიმ გონალონის შეძენის შემთხვევაში ნეაპოლელები გეკხანს წასვლის ნებას დართავენ. შესაძლო შეთანხმების ფინანსური მხარეები ჯერჯერობით უცნობია. სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში ინლერმა ერთი გოლი გაიტანა.