საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა ცნობილია. ოლიმპიური ჩემპიონისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, შოთა ხაბარელის ვაჟმა, მამუკა ხაბარელმა ფედერაციაში განაცხადი უკვე ოფიციალურად შეიტანა.
მამუკა ხაბარელი საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში, 2008-2009 წლებში, აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, ვიდრე ნაკრების ყოფილ თავკაცზე განაწყენებულმა მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ეს თანამდებობა საერთოდ არ გააუქმა.
საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 26 ნოემბერს გაიმართება და საპრეზიდენტო არჩევნები დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი იქნება. პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა კი, 19 ნოემბერს შეწყდება.
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის უმთავრეს კანდიდატად შიდა წრეებში ცეზარ ჩოჩელი სახელდებოდა, მაგრამ ახლა მასზე აღარავინ საუბრობს.
ოთარ მაღლაკელიძე







