“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დანტონიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კალიფორნიულ გუნდს ესპანელი მძიმე ფორვარდი პაუ გასოლი მხოლოდ პლეიოფის პერიოდში თუ დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ გასოლმა მარჯვენა ფეხის ტერფის ტრავმა თებერვლის დასაწყისში მიიღო.
“იმ მომენტისათვის როდესაც პაუ მოახდენს საკუთარი ტრავმის სრულიად მორჩენას, ჩვენ უკვე პლეიოფის ბრძოლებში ვიქნებით ჩართულები, თუ რათქმაუნდა მოვახერხეთ იქ გასვლა” – ციტირებს დანტონის სიტყვებს LA Daily News.