ფეხბურთი

19:25 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაცარი: “ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ”

ბერგამოს “ატალანტასთან” ქულების დაკარგვის შემდეგ, მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა.

“ვთვლი, რომ მოგება დავიმსახურეთ. მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, განსაკუთრებით, მე-2 ტაიმში. რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ.

იმისათვის, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, ბევრი რამის გაუმჯობესება მოგვიწევს.

“ატალანტა” ძლიერი გუნდია. მინდა სტეფანო კოლანტუანო შევაქო. ხერმან დენისი იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. როდესაც ის ჩემთან ერთად “ნაპოლიში” მუშაობდა, ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, მაგრამ როდესაც მოედანზე გამოდიოდა, თავის საქმეს აკეთებდა.” – აცხადებს მაცარი Sky Sport Italia-სთან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125617