ფეხბურთი

15:05 | 26.03.2013 | ნანახია 236 - ჯერ

ლევან ყიფიანმა მანუჩარ მაჩაიძეს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

25 მარტს ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს მანუჩარ მაჩაიძეს 64 წელი შეუსრულდა, 26 მარტს კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა იუბილარს სამინისტროში  უმასპინძლა და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. მანუჩარ მაჩაიძესთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძეც დაესწრო.

მანუჩარ მაჩაიძე 1968 წელს თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა, სადაც 1980 წლამდე თამაშობდა. “დინამოს” შემდეგ იყო მოსკოვის “სპარტაკის”, ტაშკენტის “ფახთაქორის” და ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელი. “დინამოს” მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩატარებულ 297 მატჩში მანუჩარ მაჩაიძემ 42 გოლი გაიტანა, 1978 წელს ქვეყნის ჩემპიონის ოქროს მედალს დაეუფლა, 1976 და 1979 წელს კი სსრკ-ს თასი აღმართა.

1974 წლის 17 აპრილს, იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ პირველად ითამაშა ნაკრებში, საერთო ჯამში კი ქვეყნის პირველი გუნდის მაისური ოთხჯერ მოირგო.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:34 | 26.03.2013
ბაბუ (11729)

არწივია არწივი, მე მაჰუჩარი მინდორზე წაქ

16:08 | 26.03.2013
arlekino (1003)

დამსახურებული აღიარება.....ბრავო ლევან

15:35 | 26.03.2013
chiatura (992)

ეე რა ფეხბურთელი იყავი "დიდო მანუჩარ". ალალი იყოს შენთვის ყველა პრიზი.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.07475