სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

19:55 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის ზედიზედ 500

“მაიამი ჰითის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში მე-5 კალათბურთელი გახდა, რომელმაც 10 ან მეტი ქულა ზედიზედ ხუთას მატჩში ჩააგდო. აღნიშნულ “ტორონტო რეპტორზთან” მოგებულ შეხვედრაში დაფიქსირდა, რომელშიც “მეფე ლებრონმა” 35 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

როგორც აღვნიშნეთ, ჯეიმსის გარდა აღნიშნული მიღწევით მხოლოდ 4 კალათბურთელი დაიკვეხნის. კარიმ აბდულ ჯაბარი 500 მოგებას ორჯერ გადასცილებია (787 და 508), მას კი მაიკლ ჯორდანი (866), კარლ მელოუნი (575) და მოუზეს მელოუნი (526) მიჰყვებიან.

ისიც ვთქვათ, რომ ლებრონს ათ ქულაზე ნაკლები ბოლოს 2007 წლის 5 იანვარს აქვს ჩაგდებული. მაშინ “მილუოკი ბაქსთან” შეხვედრაში, ჯეიმსმა მხოლოდ 5 ქულა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120041