ჩოგბურთი

10:06 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვლავ ტყუპები, ამჯერად ბიჭები

 2009 წელს როჯერ ფედერერსა და მის მეუღლე მირკას ტყუპი გოგონები მაილა როუზი და შარლინ რივა გაუჩნდნენ, გვიან ღამით კი სადიდსლემო ტურნირების 17-გზის შვეიცარიელ ტრიუმფატორს კვლავ ტყუპი შვილი შეეძინა, ამჯერად ბიჭები. როჯერმა და მირკამ ახალშობილებს სახელად ლეო და ლენი შეურჩიეს.

“მე და მირკა უზომოდ ბედნიერები ვართ. ლეო და ლენი თავს კარგად გრძნობენ”, - როჯერმა ეს სიტყვები “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

შეგახსენებთ, მეუღლის მშობიარობის გამო ფედერერმა მადრიდის “მასტერზ1000”-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა და მირკასთან სიახლოვე ამჯობინა.

0.130185