მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარე ტიბო კურტუა “ესპანიოლთან” პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩში დაშავდა, მაგრამ როგორც გაირკვა, მძიმე ტრავმას გადაურჩა. ესპანური პრესის ცნობით, ბელგიელს ტვინის შერყევა არ აქვს.
“ესპანიოლთან” მატჩში, მადრიდელთა მეკარე თავდამსხმელ ჯონ კორდობას შეეჯახა და მისი მუხლი სახეში მოხვდა, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება 2-ჯერ ჩაუტარდა და დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მას ტვინის შერყევა არ აქვს.
ამგვარად, კურტუა გუნდთან ერთად მზადებას განაგრძობს და “ბეტისთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უახლოეს ტურში მოედანზე გავა.