ფეხბურთი

11:19 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოულმენისთვის “ჩელსი” და “მანჩესტერი” იბრძვიან

 

ლივერპულის “ევერტონის” მარჯვენა მცველ შეიმუს კოულმენისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედს” ლონდონის “ჩელსი” შეეცილება.

The Independent-ის ცნობით, ირლანდიის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “არისტოკრატები” 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. ლონდონელები მასში ბრანისლავ ივანოვიჩის შემცვლელს ხედავენ, რომელსაც დაცვის ცენტრში სურს თამაში.  

The Guardian-ის მტკიცებით, “იუნაიტედი” კოულმენის შესაძენად მზადაა გარიგებაში ნახევარმცველი მარუან ფელაინი ჩართოს, რომელიც ადრე სწორედ მერსისაიდელთა რიგებში თამაშობდა.

კოულმენი “ევერტონში” 2009 წლიდან თამაშობს და ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.118963