ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელი ანტონიო კონტე მისი გუნდის არგენტინელ შემტევს, კარლოს ტევესს აქებს, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ “ბებერი სინიორას” თამაში არცერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე არაა დამოკუდებული.
“ტევესი თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატის მოგებას ვახერხებდით. ტევესმა ჩვენი თამაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ის ნამდვილი ჩემიონია, რომლის ჩემს გუნდში ხილვით მოხარული ვარ.
რაც არ უნდა თქვან, “იუვენტუსი” არცერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული. ეს ფეხბურთის ჩემეულ ხედვას ეწინააღმდეგება.” – ციტირებს კონტეს სიტყვებს Goal-ი.