ფეხბურთი

15:22 | 7.03.2012 | ნანახია 1477 - ჯერ

კოკა სეფიაშვილი: “დინამოში” დებიუტს მოუთმენლად ველი”

თბილისის “დინამო” საქართველოს ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის ბოლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბ “გაგრასთან” გამართავს. მომავალი მატჩის წინ, ჩვენი რესპოდენტი დინამოს ახალწვეული კონსტანტინე სეფიაშვილია. კოკა ბოლო პერიოდში სწორედ “გაგრაში” გამოდიოდა. საინტერესოა, მისი აზრი მომავალ მეტოქეზე, “დინამოში” გატარებულ საწყის პერიოდზე, გუნდის საჩემპიონო შანსებსა და სავარაუდო დებიუტზე.
კოკა სეფიაშვილი: “გაგრაში” წელიწადი გავატარე. საქართველოს ჩემპიონატის პირობებში “გაგრა” დალაგებული, სწორად ორგანიზებული და კარგი გუნდი გახლდათ, რაშიც ჩემი აზრით დიდი წვლილი, იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, ანატოლი პისკოვეცს მიუძღვოდა. ჯერჯერობით, ჩემი კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი, სწორედ იქ გავატარე. საქართველოს თასის მოპოვებას გუნდის დიდ მიღწევად ვთვლი.
იმ პერიოდის “გაგრასა” და დღევანდელი ფორმაციის გუნდს შორის, შემადგენლობის თვალსაზრისით, დიდი სხვაობაა. ფაქტიურად, ახალი გუნდია, მაგრამ მე მაინც დაცვის ხაზსა და მეკარეს გამოვარჩევდი. ტყეშელაშვილი და ხუციძე საიმედო მცველები არიან.
“დინამოში”, გარსიას პერიოდს ნაკლებად ვიცნობ, გიორგი დევდარიანის ხელში კი, ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ. თავად მთავარი მწვრთნელის ხასიათიდან გამომდინარე, მან შეძლო გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და ფეხბურთელების ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება.
საჩემპიონო შანსებზე საუბარი საუკეთესო რვიანის გარკვევის შემდეგ უფრო აჯობებს, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი მაინც ჩვენზე იქნება დამოკიდებული და ბოლომდე ვიბრძოლებთ.
“დინამოში” დებიუტს მოუთმენლად ველი. მოლოდინის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. გიორგი ლორია მომავალ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს და მწვრთნელები თუ ჩემს თამაშს გადაწყვეტენ, შეიძლება, დებიუტი ყოფილ კლუბთან გამომივიდეს. საოცარი გრძნობაა და თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცა, გუნდის დასახმარებლად მაქსიმუმს გავიღებ”.

 

www.fcdinamo.ge

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:30 | 07.03.2012
mcca1n (578)

ზარქუა, სეფიაშვილი - ანუ ლორია მიდის ???

15:24 | 07.03.2012
xishnika (3313)

ალბათ გაგრასთან ათამაშებენ , თან სატურნირო თვალსაზრისით მაგ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.079876