კალათბურთი

10:58 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"კლიპერსმა" და კრის პოლმა "ინდიანა" იმსხვერპლეს

ვინი დელ ნეგრო დამოძღვრილი "კლიპერსი" ბოლო 10 დღეში ნაწვნევი რამდენიმე მწარე მარცხის შემდეგ ნელ-ნელა გონზე მოდის. ამჯერად კალიფორნიელებმა კრის პოლის შესანიშნავი თამაშის წყალობით წლევანდელი გათამაშების კერკეტი კაკალი "ინდიანა" დაამარცხეს მისსავე პარკეტზე 99:91.
მასპინძლებს აკლდათ როი ჰიბერტი, რომელიც ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას იხდიდა სტივ კარის ცემის და დევიდ ლისთან ჩხუბის გამო, მისის ადგილი კი სასტარტო ხუთეულში იან მაინმიმ დაიკავა, რომელმაც პარკეტზე მისთვის სარეკორდო (ამ სეზონში) 25 წუთი დაყო და თავი დიდი  ვერაფრით გამოიჩინა, 5 ქულა და 5 მოხსნა. სამაგიეროდ შეუდარებელი გახლდათ "კლიპერსის" ვარსკვლავი ბლეიკ გრიფინი, რომლის კარგი გარჯის შედეგად თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მისი გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა და ანგარიშში წინაც გახლდათ. "გრიფინდორი" თითქოს მოედნის ყველა მონაკვეთზე იყო და შედეგიანად თამაშობდა როგორც შეტევაში (18 ქულა), ასევე დაცვაში (14 მოხსნა).
მესამე მეოთხედის ბოლოსკენ სტუმრებმა მეთოდურად დაიწყეს საკუთარი მონაგარის გაზრდა, ჯამალ კროუფორდმა, რომელიც ამჯერადაც  სათადარიგოთა სკამიდან  შემოვიდა, თამაშიდან 16 ბურთი ისროლა და აქედან 9 ზუსტად ჩააგდო კალათში, სწორედ მისი სნაიპერული თვისებების გამოყენებით "კლიპერსი" მოწყდა მეტოქეს და საფინალო სირენამდე  5 წუთით ადრე ჰანდიკაპი უკვე 14 ქულას შეადგენდა 91:77. "ინდიანა" გამოფხიზლდა, ჯორჯ ჰილის და პოლ ჯორჯის პერიმეტრიდან ზუსტი სროლების შემდეგ "პეისერზი" მეტოქეს 4 ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა, მაგრამ ამ მომენტიდან ხელი საქმეს კვლავ კრის პოლმა მოკიდა, რომელმაც მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 31 წამით ადრე აუღელვებლად ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, შემდეგ მეტოქის მიერ აღებული ტაქტიკური ჯარიმაც 2 ქულად აქცია და საკუთარ გუნდს მიმდინარე სეზონში 42-ე გამარჯვება მოუტანა.
შეხვედრის გმირიც "სი.პი.3" (კრის პოლი) გახდა, რომელმაც მეტოქეს 28 ქულა უთავაზა, ხოლო თანაგუნდელებს 8 შედეგიანი პასი მიაწოდა. მასპინძელთა რიგებიდან კი გამორჩეული დევიდ უესტი გახლდათ 22 ქულით.
"ჩიკაგო ბულზმა" საკუთარ დარბაზში, მწირქულიან მატჩში ყველანაირი პრობლემების გარეშე, 11 ქულიანი სხვაობით დაამარცხა  "ფილადელფია" 93:82. მატჩის გმირი გახდა "ხარების" ფრანგი ცენტრი ჟოაკიმ ნოა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა საკუთარ ანგარიშზე - 23 ქულა, 21 მოხსნა და 11 დაფარება (სარეკორდო მის კარიერაში). "ჩიკაგო" მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მეტოქეს სამი მეოთხედიც მოუგო, რის შემდეგაც აღარ გასჭირვებია მატჩის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. შედეგიანი გახლდათ კარლოს ბუზერი, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა 21 ქულა+12მოხსნა. ხოლო სტუმართა რიგებში გამოსაყოფია ჯრუ ჰოლიდეის (22 ქულა) და სპენსერ ჰოუსის შედეგიანი თამაში (20 ქულა).
დღევანდელი წარმატების შემდეგ "ჩიკაგო" 33 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება, ხოლო "ფილადელფიასათვის" (22-34) მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ისინი მეათე საფეხურამდე დაეშვნენ.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ძალიან იოლად მოახერხა ტრავმებისაგან დასუსტებული "მინესოტას" დამარცხება. კობი ბრაიანტმა "თიმბერვულვზს" 31 წუთში 33 ქულა ჩაუგდო, ჰოვარდის მონაგარი ორმაგი დუბლი გახლდათ 11 ქულა და 13 მოხსნა. "ტბელთა" მეორე ხუთეულის წევრებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ ამოცანას, სტუმრებს ჯამში 52 ქულა ჩაუგდეს და ლომის წვლილი დაიდეს საკუთარი გუნდის წარმატებაში. საბოლოოდ 116:94 "ლეიკერსის" მორიგი გამარჯვება რეგულარულში.

ინდიანა - კლიპერსი 91:99 (25:26, 22:23, 22:27, 22:23)
ინდიანა: ჰილი (12), სტივენსონი (16), მაინმი (5), უესტი (22), ჯორჯი (20); პენდერგრაფი (2), გრეინჯერი (12), ოგუსტინი, ჯონსონი (2)
კლიპერსი: პოლი (29), ბილაფსი (3), ჯორდანი (4), გრიფინი (18), ბატლერი (2); ოდომი (6), კროუფორდი (23), ბარნსი (2), ტურიაფი (5), ბლედსოუ (7)

ლეიკერსი - მინესოტა 116:94 (28:22, 29:25, 34:28, 25:19)
ლეიკერსი: ნეში (10), ბრაიანტი (33), ჰოვარდი (11), კლარკი (4), უორლდ ფისი (6); ჯეიმისონი (17), მიქსი (16), ბლეიკი (13), საკრე (4), ებანქსი (2)
მინესოტა: რუბიო (13+13პ), რიდნური (19), პეკოვიჩი (8), უილიამსი (8), კანინგემი (5); სვედი (5), ჟელაბალი (2), ბარეა (20), სტიმსმა (2), ჯონსონი (5)

ჩიკაგო - ფილადელფია 93:82 (23:22, 22:17, 23:23, 25:20)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (15), ბელინელი (6), ნოა (23), ბუზერი (21), დენგი (12); ბატლერი (5), კუკი, რობინსონი (9), მოჰამედი (2)
ფილადელფია: ჰოლიდეი (22), ნ. იანგი (5), ჰოუსი (20), თ. იანგი (9), თერნერი (12); რაიტი (7), ალენი (2), პარგო (1), მოუტრი (4)

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო 59 45 14 6149:5663 0.763
2. ოკლაჰომა 57 42 15 6087:5535 0.737
3. კლიპერსი 60 42 18 6027:5632 0.700
4. მემფისი 56 38 18 5225:5011 0.679
5. დენვერი 59 37 22 6227:6006 0.627
6. გოლდენ სტეიტი 58 33 25 5869:5893 0.569
7. იუტა 58 31 27 5714:5746 0.534
8. ჰიუსტონი 59 31 28 6275:6111 0.525
9. ლეიკერსი 59 29 30 6039:5967 0.492
10. პორტლენდი 57 26 31 5529:5692 0.456
11. დალასი 57 25 32 5758:5827 0.439
12. მინესოტა 55 20 35 5237:5375 0.364
13. ნიუ ორლეანი 59 20 39 5555:5765 0.339
14. ფინიქსი 59 20 39 5581:5897 0.339
15. საკრამენტო 59 20 39 5788:6186 0.339

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 55 41 14 5714:5321 0.745
2. ნიუ-იორკი 54 34 20 5414:5209 0.630
3. ინდიანა 58 36 22 5447:5205 0.621
4. ატლანტა 56 33 23 5476:5412 0.589
5. ბრუკლინი 58 34 24 5524:5501 0.586
6. ჩიკაგო 58 33 25 5372:5293 0.569
7. ბოსტონი 57 30 27 5481:5478 0.526
8. მილუოკი 56 28 28 5482:5533 0.500
9. ტორონტო 58 23 35 5633:5717 0.397
10. ფილადელფია 56 22 34 5143:5362 0.393
11. დეტროიტი 60 23 37 5693:5852 0.383
12. კლივლენდი 58 20 38 5671:5860 0.345
13. ვაშინგტონი 56 18 38 5154:5348 0.321
14. ორლანდო 58 16 42 5451:5796 0.276
15. შარლოტი 57 13 44 5339:5861 0.228




 

0.159002